"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს" - ილია მეორე
რელიგია - 14:17, 13 Jul, 2020     2911
13 ივლისს საქართველოს მაღტლმადიდებლური ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღესა და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდება უფალლს და მადლობა უფალს. ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე , ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი (მოსასხამი) ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი, 32-ე შემთხვევაა. 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც გამოიარეს ეს გზა. ესაც საკვირველია, როგორ შესძლო, ამ მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეც. წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სიგელები დაურიგდებათ მათ, რომელთაც გამოიარეს ეს გზა“, - განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42