ტაილანდში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მეზობლებს ჩუსტები მოპარა, რათა მათთან დაემყარებინა სექსუალური აქტი. 24 წლის ტერეპატ კლაიას ჰქონდა ურთიერთობა 126 სახლის ყოველდღიური ფეხსაცმლების წყვილთან.
სამართალდამცავებმა დამაშავის იდენტიფიცირება უკანასკნელი დაზარალებულის სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მეშვეობით შეძლეს, სადაც დაფიქსირდა ტაილანდელი მამაკაცის მიერ განხორციელებული ქურდობის ფაქტი.
როდესაც ოფიცრებმა მამაკაცის სახლი გაჩხრიკეს, აღმოაჩინეს ფეხსაცმლების ფართო კოლექცია, რომელზეც ქურდმა განაცხადა, რომ იგი 2 წლის განმავლობაში აგროვებდა მათ. ტერეპატმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ფეხსაცმლის მოპარვის შემდეგ, იგი რამდენიმე საათის განმავლობაში აღნიშნული ჩუსტებით დადიოდა სახლის ოთახებში, შემდეგ კი კოცნიდა, ეხუტებოდა, ტანზე იხდიდა და სხეულზე იხახუნებდა მათ, შემდეგ კი უსულო საგანთან სექსით კავდებოდა.
პოლიციელების განცხადებით, მისი კოლექცია შეიცავდა ათეულობით სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფერის ფეხსაცმელს.
მასალის გამოყენების პირობები






