თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 13:07, 15 Nov, 2013     1828

"2013 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, გიორგი ნემსიწვერიძის და ძებნაში მყოფ აშოტ მანუკიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

მათ ბრალად ედებოდათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური დანაშაული, ასევე დანაშაულის ჩადენა მმართველობის წესის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 26 სასამართლო სხდომა, მოწმის სახით დაიკითხა ბრალდების 44 მოწმე და 6 ბრალდებული.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, შესაბამისად გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩანის აღსულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდებათ გირაოს შემტან პირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას ბრალად შერაცხულ ქმედებებში და გახდებოდა საფუძველი მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში გადაეცემათ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42