ჩიორა თაქთაქიშვილი დოკუმენტს აქვეყნებს - ამაზე პასუხს აგებს ყველა მინისტრი (ფოტო)
სოც.მედია - 12:59, 15 Nov, 2013     29939

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს მთავრობის დადგენილების ფოტოს, სადაც წერია, რომ საქართველოში აღმართული საოკუპაციო ხაზი არის "გამყოფი ხაზი" და არა ე.წ. საზღვარი.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არა ოკუპირებული, არამედ გაგუგებარი მიზეზით არის გაყოფილი: „დღეს მოგვიწვიეს სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა "ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში" არსებული მდგომარეობა. გამიკვირდა, ვიფიქრე, მთავრობა გონს ხომ არ მოეგო-მეთქი. აი, რა აღმოვაჩინე სამაგიეროდ!

მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოში აღმართული საოკუპაციო ხაზი არის თურმე "გამყოფი ხაზი", საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული კი არაა და შესაბამისად ოკუპანტი კი არ არსებობს, არამედ თურმე გაუგებარი მიზეზით არის გაყოფილი!!! ეს წერია მთავრობის დადგენილებაში და ამაზე პასუხს აგებს თითოეული მინისტრი.

ადრე ეს მარტო ზაქარეიშვილის პოზიცია მეგონა და ვწერდი, რომ მისი უწყების საიტზე ცენზურაა სიტყვა "ოკუპაციის გამოყენებაზე", ახლა ვიგებ, რომ ეს არის ოფიციალურად, სამართლებრივად გაფორმებული პოზიცია სტრუქტურისა, რომელიც "საქართველოს მთავრობად" უნდა მოვიხსენიოთ.

ხედავთ, როგორ აღწევს რუსეთი თავის მიზანს მაშინ, როდესაც 5 წელი ვერაფრით ვერ გადაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება "ახალი რეალობის" აღიარების აუცილებლობაში?

რატომ იყო ეს ინფორმაცია აქამდე დამალული?! მე ახლა გავიგე სამწუხაროდ და ჩემი შეცდომაცაა, რა თქმა უნდა. თქვენ იცოდით მთავრობის ეს დადგენილება?“, - წერს თაქთაქიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42