გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ორშაბათიდან შეიძლება, დაინიშნოს ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებას სჭირდება.
„ამ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ჩვენი მონაცემებითა და ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი მტკიცებულებებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ უკვე დადასტურებულია ეს ფაქტი, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა, უფრო ახლოს უნდა მიახლოვება ვითარებასთან, რათა თითოეულ მათგანს ცალკე წაუყენოს ბრალდება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ დამატებით დანიშნონ ექსპერტიზა და უფრო ზუსტი პასუხი მიიღონ.
სავარაუდოდ, ორშაბათიდან, შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება.
რა თქმა უნდა, საქმე რომ გადაკვალიფიცირებულია მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქციელი და სწორი მიდგომა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






