"ვანო, გარდაცვლილი მეგობრის ძარცვა, ქართული ტრადიციაა?!"... "ამ კაცს აუცილებლად უნდა მოეკითხოს..." - ვის ხარჯზე გამდიდრდა დაკარგული ანაბრების სინონიმი და ივანიშვილის მარჯვენა ხელი ვანო ჩხარტიშვილი
პოლიტიკა - 16:35, 11 Jul, 2020     1526
დაკარგული ანაბრების სინონიმი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი მედიით გამოჩნდა და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

ჩხარტიშვილმა ძირითადი დრო "ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დაუთმო და შუშის სასახლეში გამართული შეხვედრაც გაიხსენა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩხარტიშვილმა სახელისუფლებო ნატარივი გაიმეორა და თქვა, რომ გენერალური პროკურორი ამ შეხვედრაზე შეცდომით იყო და მას იქ იყო ყოფნის დროს, საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს.

მეტიც ჩხარტიშვილი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, პროკურატურამ TBC ბანკი ბევრ საქმეში "გამოიყენა".

ჩხარტიშვილის "გამონათება" არ გამორჩენია ალეკო ელისაშვილს. პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ ბიზნესმენს "ხალხის ძარცვის გამო" პასუხი აუცილებლად მოეთხოვება.

"გამოჩნდა, გამოანათა ხალხის მძარცველმა. ანაბრები არ მომიპარავსო, არეულობაში სულ შემთხვევით გავხდი მულტიმილიონერიო. ამ კაცს აუცილებლად უნდა მოეკითხოს ხალხის გაძარცვის გამო პასუხი!"- აცხადებს ელისაშვილი.

გუშინდელი ეთერის დროს, ჩხარტიშვილმა მისი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის არსებულ დავაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.

თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლონდონის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის დავა პატარკაციშვილების ოჯახთან რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს მოიცავდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო თავად ჩხარტიშვილის 4 დღიანი ჯვარედინი დაკითხვა, რა დროსაც ჩხარტიშვილი ისე დაიბნა, რომ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაც კი მისცა.

სასამარლოს ჩანაწერებში, რომლის ნაწილიც “ვერსიამ” გაასაჯაროვა შეგვიძლია ვიპოვოთ შემდეგი ჩანაწერი - მოსამართლე ასკვნის, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩვენება რეგულარულად იცვლებოდა და შინაგანად არათანმიმდევრული იყო.

დაკითხვიდან, ჩანს როგორ იბნევა, როცა მას მოსარჩელე მხარის ადვოკატი სმოუჰა და მოსმართლე სთხოვენ დააკონკრეტოს ბადრისთან დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების დეტალები და ხაფანგშიც ებმება... ჩხარტიშვილის ოთხდღიანი ჩვენებიდან მოსამართლე პიტერ სმითმა დაასკვნა, რომ არ არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ჩხარტიშვილი ,,ბლუ ტროპიკის~ ბენეფიციარი მფლობელი უნდა ყოფილიყო. (http://mediamall.ge/new/9924-ratom-daibna-britanul-sasamartloshi-dakitkhvisas-vano-chkhartishvili-da-rogor-gashishvlda-kidev-ertkhel-qartuli-martlmsajuleba)

აქვე საინტერესოა ლონდონელი მოსამართლის კითხვა რომელიც მან ვანო ჩხარტიშვილს დაუსვა - პიტერ სმიტი: ,,ვანო, გარდაცვლილი მეგობრის ძარცვა ქართული ტრადიციაა?!“

(http://georgianpress.ge/com/news/view/19680?lang=1).






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42