სად იყო საბედისწერო ღამეს, ვის ელაპარაკა და რა უთხრა გამოძიებას - რა ჩვენება მისცა "კაწრომ"
სამართალი - 14:20, 11 Jul, 2020     1507
სად იყო ავთანდილ ბილანიშვილის (კასწრო) გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დღეს, არის თუ არა ტელეეთერით გავრცელებული თეტრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, საბედისწერო ღამეს დიდუბეში შეხვდა? ამ და სხვა საკითხებზე "კაწრომ" გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისაბურა.

ჩვენებას კი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.

ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი „ფეისბუქით“ და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად არ გავსულვარ.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან.

პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავს, არ ვიცნობ.

ამ პიროვნებების სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი.

2020 წლის 7 ივლისს მე ტელეკომპანია „მთავრი არხის“ ეთერში ვნახე სიუჟეტი სადაც გარკვეული სახით დამაკავშირეს ამ საქმესთან და ვინმე გურამ ამირხანაშვილთან, თითქოს მას შევხვდი 2020 წლის 19 ივნისის ღამეს დიდუბის მეტროსთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო რადგან არც გურამ ამირხანაშვილს და არც დანარჩენ პიროვნებებს არ ვიცნობ, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არასდროს არ შევხვედრივარ და არც დისტანციური საუბარი მქონია.

შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიუჟეტში გასული პირი მე არ ვარ და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მთელი ის დღე და ღამე ვიმყოფებოდი ჩემს უბანში და სახლში.

მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოს საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“

კითხვა: როდის გაიგეთ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?

პასუხი: „მე ამის შესახებ გავიგე 2020 წლის 19 ივნისს ტელევიზიის მეშვეობით“

კითხვა: გქონდათ თუ არა ჩხუბში მონაწილე რომელიმე პირთან იმ დღეს ან მომდევნო დღეებში შაქარაშვილის თემაზე საუბარი?

პასუხი: „მე ამ თემაზე არავისთან საუბარი არ მქონია. ზოგადად ტელევიზიიდან ვიცი, რომ ჩხუბში მონაწილეობდნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები. კონკრეტულად თუ ვინ მონაწილეობდა იმ პირების ვინაობა დღესაც არ ვიცი“

კითხვა: როდის იმყოფებოდით ბოლოს მცხეთის ტერიტორიაზე?

პასუხი: „ბოლოს მცხეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი დაახლოებით ერთი თვის წინათ“

კითხვა: ხომ არ გეცნობათ ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი?

პასუხი: „ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი არ მეცნობა, არ ვიცი თუ ვის ეკუთვნის“

კითხვა: ხომ არ გეცნობათ სამარშუტო მიკროავტობუსიდან გადმოსული თეთრპერანგიანი ახალგაზრდა?

პასუხი: თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, რომელზეც ტელეკომპანიებმა გააშუქეს, რომ მე ვიყავი არ მეცნობა.

წყარო: "პრაიმტაიმი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42