დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები გაწვეული იქნება იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის.
რაც შეეხება ინტერნეტოპერატორებს, როგორც კაკულია ამბობს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები.
"კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან", - ამბობს რომან კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






