პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი: კანონში "მაუწყებლობის შესახებ" ცვლილებების შეტანა ამერიკის ხელისუფლების სანქციებს დააჩქარებს.
პოლიტიკა - 18:28, 10 Jul, 2020     580

საქართველოს პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" გამგეობის წევრის, იურისტ გიორგი ავაზაშვილის განცხადებით: "ეს ცვლილება ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც მას ექნება საშუალება საჭიროების შემთხვევაში მკვეთრად ჩაერიოს მაუწყებლობის საქმიანობაში და ხელი შეუშალოს მის მაუწყებლობას.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: თუ კომისიის მიერ ავტორიზებული ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ერთი შეხედვით ეს ცვლილება არ ეხება მაუწყებლებს, მაგრამ ამ კანონპროექტში მაინც ჩანს ის წყალქვეშა ქვები, რომელიც შესაძლოა მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი აღმოჩნდეს. კანონის ანალოგიით ან მისი ფართო განმარტების გზით შესაძლებელია უკვე ამ რეგულაციის გამოყენება მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ამასთან, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ. ისინი ერთდროულად გამოდიან მაუწყებლები და ავტორიზებული პირებიც. ეს გარემოებაც კარგად გვაჩვენებს თუ რა საფრთხის შემცველია ერთი შეხედვით „უწყინარი“ კანონპროექტი.

იმედია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ასევე თავად საკანონმდებლო ორგანოც არ დაუშვებს ამ კანონპროექტების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მედიაში ჩარევის ახალ მექანიზმებსა და ბერკეტებს, რომელიც ნელ-ნელა შეზღუდავს და საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 % ის შემცირებას, ეს უკვე ნიშნავს რომ ამერიკის შეერტებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა სანქციების დაწესება. თუ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნება როგორც კანონი ჩვენი პარლამენტის მიერ, ჩვენ სახეზე გვექნება მედიის შეზღუდვა, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას ჩვენთვის სტრატეგიულად მთავარ პარტნიორთან და გამოიწვევს დასავლური კურსის შეფერხებას. ეს შემაშფოთებელი იქნება არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირისთვის, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის" - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი გიორგი ავაზაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42