ბადრი ჯაფარიძე: “ქართული ოცნების“ არაადეკვატურობის და მავნებლობის ლოგიკური შედეგია სტრატეგიული პარტნიორების რეაქცია
პოლიტიკა - 17:07, 10 Jul, 2020     320

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. კანონპროექტში შესული შესწორება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს.

“საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის ლოგიკური შედეგია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი გაყინა. “ქართული ოცნების” არაადეკვატურმა და მიზანმიმართულმა მავნებლურმა მოქმედებებმა ქვეყნიდან გააძევა ინვესტორები და მოახდინა ინვესტიციების ექპროპრიაცია. სამწუხაროდ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ჩვენ მივიღეთ სანქციები კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის და მავნე ჯაჭვური ქმედებების შედეგი,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს და მის დემოკრატიულობას, “ლელოს” ლიდერი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირების არ სჯერა, რადგან ისინი დაპირებებს არ ასრულებენ.

“დღევანდელი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება განსაკუთრებულად დემოკრატიული არჩევნები, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ ჩვენ ამ ხელისუფლების დაპირების არ გვჯერა, ეს ხელისუფლება, როგორც წესი დაპირებას არ ასრულებს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გადაუდებლად აღვადგინოთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. საქართველო უნდა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და დავუბრუნოთ განვითარების პერსპექტივა, სადაც ინვესტორები მზად იქნებიან, განახორციელონ დიდი ინვესტიციები,” - აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42