,,ლელო საქართველოსთვის” სოფელ დიცში არ შეუშვეს, პარტიამ შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს
პოლიტიკა - 15:39, 10 Jul, 2020     543

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტი განიხილეს, რომ სამართალდამცველებმა პარტიის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს.

გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ. სოფლის შესასვლელთან საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე ისინი შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

,,ორსაათნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოგვცეს უფლება და ვერც ვერანაირი არგუმენტი ვერ გვითხრეს, რატომ არ გვიშვებდნენ აღნიშნულ სოფელში. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ხედავენ, რომ “ლელოს” აქვს მზარდი რეიტინგი, ძლიერდება და ხელისუფლებას ეშინია, რომ დაკარგავს სადავეებს. ამიტომ, მე მინდა, პირდაპირ მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას და ვუთხრა, რომ ჩვენ არავისი გვეშინია. ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით, ყველა სოფელში შევალთ და ყველგან ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სოფელ დიცშიც და ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლების სამარცხვინო “მოღვაწეობას", - განაცხადა ,,ლელოს" გორის ოფისის ხელმძღვანელმა პაპუნა კობერიძემ.

,,ლელოს" წევრის, იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლა და ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულის გამო პარტიამ პროკურატურას მიმართოს.

,,დავაკვირდებით, რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას ოფიციალურად, პარტიის სახელით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული, რადგან პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევენ ამომრჩეველთან მისვლის უფლებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

“ქართული ოცნების“ გარდა, ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ წარმართავს სწორ, თანაბარ და თანასწორ წინასაარჩევნო კამპანიას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ,,ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა გორის ოფისში ბრიფინგის მსვლელობისას გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42