"გიორგი შაქარაშვილს სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს წყალში, ეს ვარიანტი არი ყველაზე მძიმე ამბავი მათთვის..." - ვახო სანაია ექსპერტიზის დასკვნას განიხილავს
პოლიტიკა - 14:14, 10 Jul, 2020     774
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება და ექსპერტიზის დასკვნა - ჟურნალისტი ვახო სანაია იმ ვერსიებსა და ვარიენტებს განიხილავს, რის შესაძლებლობასაც მისი განმარტებით, აღნიშნული დასკვნა იძლევა .

სანაია წერს, რომ ეს დასკვნა ისეთი დოკუმენტია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

"ექსპერტიზამ დაწერა:

1. ასფიქცია წყალში დახრჩობით

2. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო დაზიანებები.

ექსპერტიზამ გვამის წყალში გადაგდება გამორიცხა. რა ვერსიები გამომდინარეობს ამ ორი პუნქტიდან და ინტერპრეტაციის რა საშუალებას იძლევა ეს დასკვნა. განვიხილოთ სამი ვარიანტი:

1. გიორგი შაქარაშვილი გარბოდა, გადავარდა ხევში, თავისით მიიღო დაზიანებები, მას ხევში უკვე არავინ მისდევდა, შემდეგ ჩავიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.

2. გიორგი შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიიღო ადამიანური ზემოქმედებით ანუ მას სცემეს, დაუსხლტა ხელიდან, გაიქცა ხევში, მივიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.

3. გიორგი შაქარაშვილს სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს წყალში.

სულ ამ სამი ვერსიის განვითარების საშუალებას ტოვებს ექსპერტიზის დღევანდელი დასკვნა.

1 ვარიანტი: ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს

2 ვარიანტი: მეორე მათ მდგომარეობას ამძიმებს, მაგრამ არც ისე ძალიან, რადგან დაზიანებებს არ გამოუწვებია სიკვდილიო - დაწერა ექსპერტიზამ.

3 ვარიანტი: არის ყველაზე მძიმე ამბავი მათთვის

ასე რომ, ეს დასკვნა ისეთი დოკუმენტია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გააჩნია, რას იტყვის დამატებითი ექსპერტიზა სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით - კონკრეტულად რა საგნით შეიძლება, იყოს მიყენებული და ა.შ. და რა ბრალი წავა სასამართლოში.

ეს მსჯელობა ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გამორიცხა შაქარაშვილის უკვე გარდაცვლილის მოხვედრა წყალში.

მეორე საკითხია, ვინ ენდობა ან არ ენდობა თავად ამ დასკვნას. სოციალურ ქსელში უკვე არის კამათი და მსჯელობა ნდობის საკითხზეც და ამიტომ აღვნიშნე ეს ფაქტორიც.

მედიისა და მთლიანად საზოგადოების ყურადღებას ამ საქმის მიმართ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა" - წერს ვახო სანაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42