მედიებში შესაძლო სპეცმმართველების დანიშვნა - კანონპროექტს, რომელიც მედიაორგანიზაციებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტიდან აუცილებლად უნდა გამოიწვიონ.
"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე კანონპროექტს სახელმწიფოს ხელში გაუმართლებელი ბერკეტის ჩაგდებად აფასებს და ამბობს, დამტკიცების შემთხვევაში, მედიას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერც ინვესტორებზე ვიფიქრებთ ამ კონკრეტულ სფეროში. სფეროში ავტორიზებულ პირებს შეექმნებათ ძალიან ბევრი პრობლემა და სახელმწიფო ხელში ჩაიგდებს სრულიად გაუმართლებელ ბერკეტს, რომ დროებითი მმართველის მეშვეობით, როგორც სხვა სფეროებში აკეთებდა და აკეთებს ამას, მოიპოვოს გავლენა ამ სფეროზე. ეს არის აუცილებლად უკან გასაწვევი პროექტი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი გეგმავს ზეგავლენის მოხდენას ყველა მედიასაშუალებაზე , რომელიც მას ა ემორჩილება.
"ეს ცვლილებები არის იმის მაუწყებელი, რომ ივანიშვილი გეგმავს ყველა მედიასაშუალებაზე ზეგავლენის მოხდენას, რომელი მას არ ემორჩილება" - ამბობს "ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






