პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმახუთშაბათს დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენზე განაცხადა, რომ მას რადიკალმა მემარცხენეებმა ტვინი გამოურეცხეს.
„მე ვფიქრობ რომ მათ ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს. მან არ იცის, თუ სად იმყოფება, არც კი იცის რას აკეთებს, რითაც ჩვენი ქვეყანა იზარალებს, ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება და ცუდი ამბები მოხდება. ისინი შეწყვეტენ დაფინანსებას და საერთოდ გააუქმებენ პოლიციას. ძალზე უარყოფითი შედეგები დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი შესაძლოა ისე ჯოჯოხეთურად განვითარდეს, როგორც ეს ვენესუელაშია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას მემარცხენეებს, თუნდაც იგი მათ არ ეთანხმებოდეს.
თავის ინტერვიუში ტრამპმა აგრეთვე დასინა ბაიდენს, იმის გამო იგი გამოსვლისას მუდმივად ატარებს ნიღაბს, რომელიც დემოკრატების წარმომადგენელს „ბედნიერებას ანიჭებს“.
მასალის გამოყენების პირობები






