29 მომხრე, 21 წინააღმდეგი - აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს.
ოქტომბრამდე გაირკვევა დაუწესებს თუ არა სტრატეგიული პარტნიორი "ოცნებას" სანქციებს .
დახმარების ნაწილის შეწყვეტა იმ შემთხვევაში მოხდება თუ ოცნების მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ეფექტურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
კონგრესი ახლა სახელმწიფო მდივნისგან ანგარიშს ელოდება, იმაზე თუ რა აკეთებს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კანონპროექტს თანდართული აქვს განმარტებითი ანგარიშიც, სადაც დეტალურად არის გაწერილი რა შემთხვევაში შეიძლება გაიყინოს გამოყოფილი დახმარების 15%.
აშშ დააკვირდება საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციას, სასამართლო დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების საკითხებს. აქტიური მონიტორინგი იქნება იმაზეც, თუ როგორ მოქმედებს მთავრობა და რამდენად ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები






