ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 20:33, 09 Jul, 2020     956

ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" დააფუძნეს, პარტია 2020 წლის " საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

9 ივლისს სასტუმრო "რუმსში" პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" პრეზენტაცია გაიმართა.

პარტია "რეფორმერი" აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდებს. გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან. პარტიის ლიდერის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის დაფუძნების მიზანია, შეცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ პროცესებში გზა გაუხსნას ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალებს.

პარტიის პრეზენტაციაზე "რეფორმერის" დამფუძნებელმა თორნიკე ჯანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გუნდის წევრები წარუდგინა და პარტიის ხედვები გააცნო. .

"რეფორმერის" ლიდერი თორნიკე ჯანაშვილი: " ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე."

ნტუან ბარდონი ( საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თორნიკე ჯანაშვილის პირადი მრჩეველი) : "რეფორმერის" დაარსების პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ "რეფორმერების" აქტივობებს. თორნიკე ჯანაშვილს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ერთად გვქონდა შეხვედრები ბრიუსელსა და გერმანიაში ევროპელ პოლიტიკოსებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია "რეფორმერის" იდეები: თავისუფლება თანასწორობა და მდგრადობა, რაც ძალიან ჰგავს საფრანგეთის კონსტიტუციის მთავარ პოსტულატებს. მივესალმები, "რეფორმერის", როგორც პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, რომელთაც აქვთ ევროპული ხედვა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი."

"რეფორმერმა" უკვე წამოიწყო განსხვავებული საარჩევნო კამპანია. გუნდის წევრების წინაასარჩევნო შეხვედრები და სამუშაო რეჟიმი სოციალურ ქსელში გადის.

"ჩვენ ვართ ღია და გამჭვირვალე ყველასთვის, და ასე გაგრძელდება მომავალშიც." - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

"რეფორმერის" პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტიის მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები: საფრანგეთის ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, UNDP, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42