ქვეყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ გააჩნია - გრიგოლ გეგელია
პოლიტიკა - 16:25, 09 Jul, 2020     367

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაზარალების ფაქტს ეხმაურება.

გეგელიას თქმით, ქვეყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მოუწოდებს, რომ ჯეროვნად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი.

„რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშას ბარძაყის არეში გავარვარებული არმატურა მოხვდა, რის შედეგადაც მან ძლიერი დამწვრობა მიიღო. 2011 წლიდან დღემდე შრომის დროს 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის მიუხედავად, შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ არ გააჩნია აღსრულების ადეკვატური მექანიზმები. შედეგად, რუსთავის არაერთ საწარმოში, მუშებს დღემდე უწევთ გაუსაძლის და დაუცველ პირობებში შრომა.

რუსთაველი მუშები, რომელთა მხრებზეც დგას არსებული წარმოება, დღეს დოვლათს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ქმნიან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჯარო ჯანდაცვის ნორმებს,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტიის ლიდერის განცხადებით, "ლელო საქართველოსთვის", ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ასორმოცდაათ დღეში, გაატარებს შრომის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს, ქვეყანაში შრომა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული და ღირსეული. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქმის განვითარებას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42