„მესმის, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკანიანს საგარეო პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ ვიმედოვნებ შეუძლია ინტერნეტის გამოყენება და შესაბამისად იმ ერთადერთი დოკუმენტის მოპოვება, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტტების კონგრესი განიხილავს“ - ასე ეხმაურება ფრაქცია ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებებს.
„ერთი რამ ნათელია, დღეს ივანიშვილის კისერზე ყულფი სულ უფრო ვიწროვდება. ცხადი ხდება, რომ ის მზადაა ჩვენი ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლურ მომავალს და ამავე დროს ქართვლ ხალხს, რომელიც ამ 8 წლის მანძილზე უკიდურესად გააღარიბა, დაუკარგოს ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ურცხვი ტყუილი, ოცნებისა და მისი საგარეო მინისტრის მხრიდან. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო - აშშ-ის კონგრესში განიხილება ერთადერთი კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ და აქ პირდაპირაა ჩანაწერი გაკეთებული ფინანსური სანქციის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, დემოკრატიასთან არსებული შეშფოთების გამო. ამ კანონპროექტს თან ერთვის ანგარიში, სადაც დეტალურადაა განმარტებული რას გულისხმობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც საუბრობს დემოკრატიის გამოწვევევბზე. ესაა ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობა ქვეყანაში, ზეწოლა ოპოზიციაზე, მედიაზე და ა.შ. კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს, ეს სანქცია არ ამოქმედდეს, როდესაც საუბრობს, რომ სურს მოისმინოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები რა კეთდება ამ პრობლემების გამოსასწორებლად. იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენი მინისტრი მუშაობდეს იმაზე, როგორმე თავიდან ააცილონ ქვეყანას ფინანსური სანქცია, ამის ნაცვლად ვისმენთ არაკომპეტენტურ, უვიც შეფასებებს. ჩვემთვის გასაოცარია რომ მინისტრმა ამ სანქციაზე ტელევიზიიდან შეიტყო, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ დოკუმენტის შინაარსი გააჟღერა. „ - აცხადებს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






