სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნია
პოლიტიკა - 15:02, 09 Jul, 2020     479
პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა და ქვეყანაში არსებული საგამოძიებო სისტემა შეაფასა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, სისტემა პრაქტიკულად დალპა. არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ.

"არ არსებობს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ.ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანობისა და სამართლის აღქმა, არ არსებობს ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ.

ჟურნალისტებს მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან მათ, პრაქტიკულად, თავიანთი ინიციატივით ისეთი საკითხების გამოძიება შეძლეს, რომელიც გამოძიებას არ აქვს. "ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ამ რეფორმას გავატარებთ, ჩვენ დავშლით ამ მანკიერ საბჭოთა საგამოძიებო სისტემას პროკურატურაში, სუს-ში და ასევე ბიზნესმენებს მოვაშორებთ წნეხს, რომელიც საგადასახადო პოლიციის სახით არსებობს.

ჩვენ შევქმნით ცალკე მდგომ ეროვნულ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მაღალი დონის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამ სერიოზული რეფორმების შედეგად, ჩვენ, ყველას, საზოგადოებას გაგვიჩნდება იმის რწმენა, რომ არსებობს ერთი ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ჩაატარებს მსგავსი ტიპის გამოძიებას", - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42