რკინიგზელთა ნაწილმა, "საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტა.
რკინიგზელები ადმინისტრაციას, ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურებას, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატისა და პრემიალური სისტემის შემოღებას სთხოვდნენ. "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის განცხადებით, რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება.
"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონტრუქციული დიალოგი შედგა.
"საუბრისას გამორიცხული იქნა ყოველგვარი რადიკალური მოთხოვნები და შეთანხმება იქნა მიღწეული რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე. ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე", - აღნიშნა ტიტვინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






