"სამართალდამცველებმა დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს" - ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატი
პოლიტიკა - 23:43, 08 Jul, 2020     825


ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან - ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატმა იგივე თამარ აბესაძემ განაცხადა.


„მთავარმა არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს ხვდება. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს პირი "კაწრო" იყო. ადვოკატი ამ აქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბილანიშვილმა სამრთალდამცავებს ეს დაუმტკიცა.

"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი, ტელეფონის დეტალური, სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.. ცრუ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაც ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეებია", - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.
ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
"მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა, ამ წუთებში, სამართალდამცველებმა დაადგინეს ის პირი, რომელზეც "მთავარი არხი" ამბობდა, რომ ეს არის "კაწრო"" - განაცხადა ადვოკატმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42