"საუბრის შინაარსი არ ვიცი, არც ის პიროვმებაა დადგენილი, რომელიც მას შეხვდა დიდუბეში, ის არ წავიდა სახლში და შემდგომ გააგრძელა შეხვედრები და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს მე ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება. როგორც ჩანს ამირხანაშილი არის ის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან" - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
ადვოკატი დავით ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ საქმის წვრილმანი დეტალებიც კი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, ვინაიდან საქმეში არსებული ყველა საკითხი მნიშვნელოვანია.
"აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანის იდენთიფიცირება, დადგენა და შესაბამისად მისი გამოკითხვა და საქმესთან მისი კავშირი უნდა დადგინდეს . საქმეზე ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი უნდა იყოს გამოძიებული . რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაზრდას, არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს ბრალდებულთა წრე", - აცხადებს ჭიკაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






