"ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდება" - RDI "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ
პოლიტიკა - 10:19, 08 Jul, 2020     474

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტებს ეხმიანება და მიაჩნია, რომ მათი არსებული სახით მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს და დაასაბუთებს ეჭვს, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ.

"შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 461-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია კომისიის მიერ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებისა,[1] რომლის თანახმადაც, ცვლილებები არ ეხება მაუწყებლებს, წარმოდგენილ კანონპროეტში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელ პირებზე ზოგადი მითითება, ვერ ქმნის ამის გარანტიას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის თანახმად, რომელიც ტერმინებს განმარტავს, მაუწყებელად ითვლება ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; შესაბამისად, კომისიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოთავაზებული რეგულაციები ეხება „მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან“ კანონპროექტში ადრესატთა წრის მკაფიო დაზუსტების გარეშე სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება.

გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ბუნდოვანია სპეციალური მმართველის შერჩევის კრიტერიუმები, მისი ფუნქცია-მოვალეობათა არსი და მოქმედების ფარგლები. კითხვის ნიშნებს ბადებს სპეციალური მმართველის დანიშვნის ვადაც. მაშინ, როდესაც განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემოთავაზებული ცვლილება ემსახურება არსებული პრობლემის სწრაფ და ეფექტურ აღმოფხვრას, სპეციალური მმართველი შეიძლება ორი წლის ვადითაც დაინიშნოს.[2]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის აზრით, პრობლემურია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს მათი მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, მაუწყებლის მიერ სასამართლოში უფლების დაცვა ფორმალურ ხასიათს იძენს, ვინაიდან სამართლებრივ აქტში გათვალისწინებული ღონისძიება და მისი დაუყოვნებლივ აღსრულება შეიძლება მაუწყებლისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაუშვებელია შემდეგი საკითხების გათვალისწინების გარეშე:

· აუცილებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლში დაკონკრეტდეს ადრესატთა წრე

· „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში უნდა დაზუსტდეს სპეციალური მმართველის დანიშვნის კრიტერიუმები, უფლება-მოვალეობათა სპექტრი, პასუხისმგებლობის ზომები და მასზე ზედამხედველობის მექანიზმები

· „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი უნდა დარჩეს არსებული რედაქციით. კერძოდ, მოსარჩელის მიმართვის შემთვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება-არშეჩერების მიზანშეწონილობის საკითხი.

აღნიშნული საკითხების დაზუსტების გარეშე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: ქართველი სტრიტ არტისტი გაგოშა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42