კონგრესის მოთხოვნებს „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს - მმართველი გუნდი ბრალდებას არ აღიარებს - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:58, 07 Jul, 2020     571

ამერიკის კონგრესის მოთხოვნას, საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია შეარყია, რაც ამერიკის კონგრესის მოთხოვნაშიც ხაზგასმით ჩანს.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, ვეღარ მივიღოთ აშშ-სგან იმ ოდენობის დახმარება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ ქვეყანას. თუკი დღევანდელი ხელისუფლება გააგრძელებს იმ სტილში საქმიანობას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამერიკა ხედავს, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, კორუფციის საშიში მასშტაბებით გაზრდა, კერძო ინვესტიციების ხელყოფა და უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევება. ამის ნათელი მაგალითი კი ანაკლიის პორტია. ხელისუფლების მხრიდან ამის აღიარების მოლოდინი კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მთავრობისგან ხაზგასმით მოითხოვს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებების გატარებას, კანონისა და ბიზნესის შევიწროებისგან დაცვას, რომლის მართვას და განხორციელებას მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან უნდა ველოდოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42