"37 მაჟორიტარს, რომლებმაც პოზიცია საარჩევნო სისტემაზე სამჯერ შეცვალა, 1,8 მილიონი გადაუხადეთ"
პოლიტიკა - 14:49, 07 Jul, 2020     1329
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "აჯანყებული მაჟორიტარების” უმრავლესობა “მდუმარე დეპუტატები” არიან, რომლებსაც პარლამენტში ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი.

"2019 წლის ზაფხულში, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტისა და პროპორციული სისტემის მოთხოვნის ფონზე გასცა საარჩევნო მოდელის ცვლილების დაპირება. ამ დაპირებას მაშინვე მხარი დაუჭირეს მაჟორიტარმა დეპუტატებმაც.

თუმცა, 2019 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ. ამ მოვლენას “მაჟორიტარების ჯანყი” დაერქვა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ირონიულ შინაარს ატარებდა. პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორებისთვის არ იყო დამაჯერებელი მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობა მათ პარტიასთან და პარტიის ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან.

6 თვის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატებმა კვლავ შეიცვალეს აზრი და ამჯერად მხარი დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტში ასეთი 37 დეპუტატია:

ენზელ მკოიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი დაჩი ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, ცოტნე ზურაბიანი, ედიშერ თოლორაია, შალვა კიკანველიძე, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ლურსმანაშვილი, სამველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, პაატა მხეიძე, თამაზ ნავერიანი, რუსლან პოღოსიანი, დავით სონღულაშცილი, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე,

მათი დიდი ნაწილი “მდუმარე დეპუტატების” სახელითაც არიან ცნობილი. წლების განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამთ, არ გამოუყენებიათ პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამთ კითხვა. მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავთ.

2020 - კონსტიტუციური ცვლილებების კენჭისყრის შედეგები https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/255135?

2019 - კონსტიტუციური ცვლილებების კენჭისყრის შედეგები - https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/236011?

https://www.radiotavisupleba.ge/.../%E1%83.../30270988.html

http://go.on.ge/xx0'- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42