ზაფხულში, კოქტეილიანი სელფით, დებილი მილიონერების შვილები ცხოვრობენ და თქვენ მათი საცოდავი იმიტაცია ხართ - გია ეძგვერაძე
სოც.მედია - 14:13, 07 Jul, 2020     1649

მხატვარი გია ეძგვერაძე დასვენებისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში პოსტ აქვყნებს. მისი აზრით, შემოქმედებითი ადამიანისთვის დასვენება ჯოჯოხეთის ტოლფასიას.

ეძგვერაძე ადამიანებს, რომლებიც ზამთარ ზაფხულ სოციალურ ქსელში კურორტებზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ მილიარდელების დებილ შვილებს ადარებს.

„სრულიად საქართველოს :

ჯოსეფ ბოისს ჰკითხეს ერთხელ - სად ისევენებთ ხოლმეო? მან უპასუხა: ეგ რა არისო?ქართველები ხართ „დემესეზონნი“ ადამიანები, „დემესეზონნი“ პროფესიონალები, „დემესეზონნი“ მოაზროვნეები - ასე სეზონებს შორის შეიძლება იმუშაოთ, იფიქროთ, იარსებოთ! ხოლო როგორც კი ზაფხული მოვა დაავლებთ ხელს თქვენს „კუპალნიკებს“ და დავაი ფოტოები წამოწოლილი „პლიაჟებზე“, კოკტეილებით ან რამე ასეთით და ამგვარით ხელში. დადგება ზამთარი და დავაი სელფები „ლიჟებით“...

ასე, დებილი (ოღონდ მხოლოდ დებილი!) მილიონერების შვილები ცხოვრობენ და თქვენ მათი საცოდავი იმიტაცია ხართ!

საერთოდ, ეს დასვენების იდეა ქართველების სენია ისტორიული! დედაჩემი „გრუზავიკს“ დაიქირავებდა, დატვირთავდა მატრასებით, კართოფილით, ხახვით, ზოგჯერ „კრაოტებით“ (საწოლს ნიშნავს) და კიკეთში (ან სადმე ახლო-მახლო) ერთ ოთახში გადავსახლდებოდით 2 თვით(!) — საერთო სამზარეულოს სუნში, საერთო „ბალკონზე“ ყაყანით სხვა „დამსვენებლებთან“ და სოფლელებთან. ასე „ვისვენებდით“ — უკოკტეილოდ, მაგრამ ეგ ერთი და იგივეა — ანტურტაჟი იცვლება, შინაარსი არა. იმ წლოვანებაშიც კი შინაგანდ მხოლოდ მიკვირდა, რა თეატრს აწყობს დედა და რისთვის თქო!

ადამიანს საათობით გდება რომ შეუძლია „დასვენების“ მიზნით პლიაჟზე და ჭორ/მსუბუქი მუსაიფი აკმაყოფილებს და ამას სახელად „დასვენება“ ჰქვია... აი საშინლად სასაცილოა და სადღაც შიგნით გასაკვირ/ტკივილიანი.

მხოლოდ ერთხელ ჩემს ცხოვრებაში წავედი „დასასვენებლად“ ჩემს ულამაზეს გერმანელ გერლფრენდთან ერთად — ჩემმა მეგობარმა კოლექციონერმა „შიკი“ ვილა დამითმო ლინეანოში, ვენეციის ახლოს, გოლფის კურორტია ზღვაზე, ერთერთი ყველაზე ფეშენებელური (ამას ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ყველა შესაძლო ფაქტორი „დასვენების ბედნიერების“ სასტავში იყო). თან 300 ფოტო წავიღე, რომ დროდადრო მაინც მემუშავა და... ორ კვირაში გინებ-გინებით ისეთი „ბორდ“ (რაიმე რომ ღრმად თავს მოგაბეზრებს) ჩამოვედი, რომ ასეთი შეცდომა, „დასვენების“, ცხოვრებაში აღარ გამიკეთებია! ეს გარნთხმული დასვენება — სადაც შენი გონებისგან, სულისგან და გულისგან ისვენებ, სამოთხის იმიტაცია კი არ არის, ჯოჯოხეთის მოდელია უფრო!თქვე „დემესეზონ“ ადამიანებო.

ქართველს ჰგონია იმიტომ მუშაობს, რომ დაისვენოს. ჯოსეფ ბოისმა უპასუხა: ეგ რა არის?(ნამდვილი შემოქმედი მხოლოდ ასე პასუხობს „დასვენებას“.

ფოტოზე: ჯოჯოხეთი ალბათ ასე გამოიყურება — ასე ერთფეროვნად მოსაბეზრებლად, ასე უმეტყველო სივრცედ და ასე ბანალურად“, - წერს გია ეძგვერაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42