მედიაზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობა - "ლელოს" ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს
პოლიტიკა - 13:27, 07 Jul, 2020     488

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართეს. საკითხი იმ კანონპროექტის დაკანონებას ეხება, რომელიც მედიაზე სრული კონტროლის დაწესებას გულისხმობს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არცერთი არადემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს მოუწოდებს, არ გაატარონ სათანადო ზომები კანონპროექტის განსახილველად.

„ეს არის უპრეცედენტო კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებზე ზეწოლას უწყობს ხელს. საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, სრული კონტროლი დააწესოს მედიასაშუალებებზე. ამით, ფაქტობრივად, დასრულდება მედიის პლურალიზმი და თავისუფლება საქართველოში. დაუშვებელია ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა და მოვუწოდებ მთავრობასა და პარლამენტს, არ განიხილონ კანონპროექტი.

კანონში წერია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია და სინამდვილეში ექვემდებარება ხელისუფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ტელევიზიაში უფლება აქვს დანიშნოს დროებითი მმართველი ორი წლის ვადით. დროებით მმართველს შეუძლია მაუწყებლის ყველა პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, იქნება ეს დირექტორი, დირექტორთა საბჭო თუ სხვა ვინმე, ჩაანაცვლოს და თავად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია დაავალებს. არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ეს პროცესი მოქცეული არ არის. ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით არ დავუშვებთ ცენზურის ღია მცდელობას საქართველოში,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის საბა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტით „ქართული ოცნება“ გადაიქცა იმ მმართველად, რომელსაც თავად ებრძოდა 2012 წელს. მისი განცხადებით, დღეს აღარ დარჩა არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში, რომელზეც ხელისფულება არ ახორციელებს ძალიან ველურ იერიშს.

„ეს არის კანონპროექტი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა და რომლის მსგავსიც არ მოიძებნება დემოკრატიულ სამყაროში ეს შეუქცევად სახეს იღებს. რა თქმა, უნდა ეს არის განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში. ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და არჩეული იქნა ზუსტად იმ დაპირებით, რომ შეწყდებოდა მედიაზე იერიში და არაკეთილსინდისიერი ზემოქმედება, გადაიქცა ზუსტად იმ ძალად, რომელსაც 2012 წელს თავად ებრძოდა. დღეს ხელისუფლება სრულიად საპირისპიროდ იქცევა და ეს არის განაცხადი იმისა, რომ ხელისფულება და მედია არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. სანამ საქართველოში იარსებებს განსხვავებული აზრი, ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს, პარალელური სამყარო შექმნას მისგან მართული მედიასაშუალებების მიერ,“- განაცხადა საბა ბუაძემ.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42