ლელოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფაა - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 11:31, 07 Jul, 2020     454

"2020 წლის არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელსაც აქვს ნამდვილი და კონკრეტული ხედვა,”- ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

“არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება კონკრეტული გეგმა და შეთავაზებები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. “ლელოს” მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ჩვენ გავათავისუფლებთ ადამიანებს მარცხისგან და გაჭირვებისგან. ჩვენ ვმუშაობთ ძლიერ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც შექმნის და გაზრდის ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს. ლელოს მიზანია, ქვეყანა გახდეს კონკურენტუნარიანი და საქართველომ დაიკავოს ლიდერის პოზიცია რეგიონში”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძე პარტიის მიერ სამომავლოდ გასატარებელ გეგმებზეც საუბრობს, მისი თქმით, “ლელოს” პრიორიტეტი ქვეყნის როგორც ეკონომიკური წინსვლა, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებაა.

“ასევე ვმუშაობთ განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამაზე, რადგან ყველა გამოკითხვით და მოცემულობით, ორივე სფერო ქვეყანაში დაბალ დონეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ აქციონ საქართველო მიზიდულობის ცენტრად რეგიონში,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42