სერგო ჯავახიძე: არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს ძალიან დაჩაგრულ მდგომარეობაშია
პოზიცია - 19:41, 14 Nov, 2013     2279

_ზოგადად ვერიდები ახალ მთავრობაზე საუბარს, მე არ მიმაჩნია საუბარი სწორად. პოზიციების გამოხატვა სჯობს 2014 წლის დასაწყისში მოხდეს, ვნახავთ როგორი იქნება ახალი ბუჯეტი რა ქმედითი ნაბიჯები იქნება და რა გეგმები ექნებათ მათ. ვნახოთ რა ხედვები იქნება. ამ მონაცემებით, ბიუჯეტში 600 მილიონიანი გარღვევა არ შეიძლება შეიფუთოს კოჰაბიტაციით. უფრო შეიძლება დავაბრალოთ გარდამავალ პერიოდს ან პოლიტიკას. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, როცა ხელისუფლება იცვლება.

სისტემური რეფორმები მათ არ გაუკეთებიათ, უფრო ფასადური რეფორმები იყო, არჩევნების პროცესების ან შეუსრულებელი დაპირებების ფონზე ვერ გადადგეს აუცილებელი ნაბიჯები.

მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავის მართლების პოზიციაში იყვნენ, იმის გამო, რომ  ვარაუდები, რასაც გამოთქვამდენე წინა ხელისუფლების უარყოფითი მხარეების შეფასებებისას, დიდი ნაწილი არ გამართლდა, მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში იყო ის, რაც რეალური იყო.

 _ კონკრეტულად რა არ გამართლდა და რომელ სფეროში? 

_ არ გამართლდა მარტივი რაღაცეები, როგორიცაა ხელისუფლების მიერ კომუნალური ზრდის მაჩვენებლის დაწევა, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელისშეწყობა, კატასტროფულად დამთავრდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში ჩადებულ მილიარდ ლარს ვგულისხმობ, შედეგი არ გამოიღო რუსეთთან თბილმა დამოკიდებულებამ და მივიღეთ მავრთულხლართები, რუსეთის პირველი სანისტრის მიერ ისეთი შემოწმება ჩვენი ქარხნების, როგორსაც არ დაუშვებდა არცერთი თავმოყვარე ქვეყანა.

_ თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა წასულიყო ახალი ხელისუფლება? 

_ ჩვენ ვაპირებთ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას,  დამატებითი ღირებულების გადასახადისგან საბაჟოზე ბიზნესის გათავისუფლებით. არავითარი დანაკლისი ბიუჯეტში არ ექნებათ, ის 18%, რომელსაც წინასწარ იხდის საბაჟოზე ბიზნესმენი შეიძლება ჩაბრუნდეს ბიზნესში და ზრდა გამოიწვიოს. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, დაბეგვრა ნულოვანი განაკვეთით, რეალურ მოგებას აჩვენებდა.

წახალისების მიზნით, შესაძლებელი იყო შეზღუდულიყო იმპორტირებული პროდუქტის შემოსვლა და ადგილობრივი პროდუქციის პოლპულარიზება მომხდარიყო.

როდესაც ვხედავთ, რომ არსებობს ხორცპროდუქტების წარმოება, მომმარაგებელია უცხოური ხორცი, ხომ შეიძლებოდა შეეჩერებინათ შემოსვლა და ხორცის შესყიდვა გლეხისგან მომხდარიყო გარკვეული დოზებით? ასეთი ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ,ისევ გამოჩნდა კონკრეტული პირების ინტერესები, რომლებსაც ახალი პატრონები გამოუჩნდათ ,,ქართული ოცნების“ სახით. მიდის ქონების გადანაწილება,  ბიზნესის ლობირების პროცესი. ეს თუ არ დამთავრდა წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ 2013 წლის ბოლოს და ნათლად გამოჩნდება ეს ბიუჯეტის ფორმირებისას.

_ რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რა მოლოდინები გქონდათ და როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის?

_ჩემი საარჩევნო კამპანია არ იყო პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, ეს იყო გენერალური რეპეტიცია თვითმართველობის არჩევნებისთვის. ვაკეთებდით პარტიის გადახალისებას. ჩვენი კამპანიით მივაღწიეთ იმას, რომ სხვა საფეხურზე გადავედით, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა დამოუკიდებლად მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს ძალიან დაჩაგრულ მდგომარეობაშია  და ამის გამოსწორება შეიძლება ერთობით,  პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებით, მათი განსხვავებული პლატფორმის მიუხედავად, თუნდაც ერთი რამის გარშემო.

_ რა არის ის ,,ერთი რამ“, რის გარშემოც ფიქრობთ, რომ შესაძლებელია პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება? თქვენ უკვე გააკეთეთ განაცხადა ,,ტრადიციონალისთა“ ლიდერთან ერთად კოალიციის შექმნაზე...

_ დღეს ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ორი საპარლამენტო სუბიექტი ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ სახით, აქედან გამომდინარე ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგით არასაპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიმკვიდროს თავი.

ინიციატივებს ჩვენც ვამზადებდით, მაგრამ ბატონი კაკოსგან მოდიოდა ინიციატივა, შევხვდით და მოკლე დროში, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ძალიან სწარაფად გავიარეთ კონსულტაციების ეტაპი, ახლა არაა იმის დრო კონსულტაციები გავაგრძელოთ ნახევარი წელი, ახლა არის ნაბიჯების გადადგმის დრო. ვფიქრობ, პირველივე ნაბიჯი გადავდგით სწორად და ჩვენ წავალთ არჩევნებზე ერთად, მაგრამ ეს არ გულისხობს, რომ ჩვენ სხვასთან ერთად არ ვაპირებთ, ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, დაველაპარაკებით თანაბარ პირობებში, წინაპირობების გარეშე.

სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც გამოაცხადეს კონსულტაციების ფაზა, ჩვენ ეს ეტაპი დავამთავრეთ და ყველა პარტიასთან, რომელიც თანამშრომლობას გადაწყვეტს, გვექნება კონკრეტული საუბარი უკვე თანამშრომლობაზე და პირდაპირ სამუშაო პროცესზე გადასვლასთან დაკავშირებით. აუცილებელია, საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა პარლამენტში და ასევე ვამზადებთ და უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი თეზისების სახით წარმოდგენილი არჩევნების წესის შესახებ, ტერიტორიული ერთეულების მოწყობის წესის შესახებ.

_ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელთანაც კატეგორიულად ამბობთ უარს  თანამშრომლობაზე?

_ ასეთი არ არის, ვინც ამ ხედვაში გვეთანხმება, რომ ეს არის არასაპარლამენტო სუბიექტების გადარჩენის გზა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. არ აქვს მნისვნელობა რაოდენობას, ვიქნებით 5-4 თუ 2 - მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმე თვლის, რომ ერთობა გადაარჩენს არასაპარლამენტო ოპოზიციას, მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომოთ. 

_ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრის შემქნის იდეა, მასში  გაერთიანებულ პოლიტიკურ სუბიექტებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს შორის თქვენი მოძრაობა არ არის. რეალურად, ეს იყო პირველი იდეა გაერთიანებულიყვნენ არასაპარლამენტო სუბიექტები.  რატომ არ გაერთიანდით თქვენც, რომელიმე პრინციპულ საკითხში თანხვედრა ვერ მოხერხდა?

_ მე მათ იდეას ვეთანხმები ბოლომდე, მე ვფიქრობ ეს იყო საერთო იდეის გარშემო გაერთიანება,  მათ ხედვებს მე თავიდან ბოლომდე ვიზირებდი და დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან დავჯდე სალაპარაკოდ, მაგრამ,  ის, რასაც ახლა მე ვგულისხმობ ცოტა სხვაა, ეს არის პირდაპირ საარჩევნო ბლოკის თემა, ეს არის პირდაპირ საარჩევნო საქმიანობა და ძალიან ცოტა დროა თვითმართველობის არჩევნებამდე ახლა კონკრეტული თემების განსახილველად დროს ვერ დავკარგავთ.

_ თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ ნებისმიერი პარტია მიიღოთ თქვენს რიგებში, ანუ თქვენი მოძრაობის გარშემო გაერთიანებას სთავაზობთ მათ?

_ ლიდერობაზე თავს არ ვდებ. თუ ფიქრობენ ისინი, რომ მარტო შეძლებენ და გადალახავენ ბარიერს კი ბატონო , თუ ფიქრობენ ისე, როგორც მე, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია გადარჩება მხოლოდ ერთობით, მაშინ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი რამდენიმე პარტიასთან, მაგრამ ზოგიერთ პარტიას (არ დავასახელებ) ღრმად სჯერა, რომ მარტო შეუძლიათ ბარიერის დაძლევა.

ვფიქრობ, რომ თუ ეს გაერთიანებები არ მოხდება, დარჩება მხოლოდ ის კვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. ეს კარგად უნდა გაიზროს ყველა პარტიამ და ამბიციბი გვერდზე უნდა გადადოს.

ამ არჩევნებსაც, კიდევ ერთხელ შეფუთავს ,,ქართული ოცნება“ -  არიქა, ხალხო, ხმა მოგვეცით, თორემ ,,ნაცები“ მოვლენ, აი ბუა მოდისო და ამ ხრიკით კიდევ მოატყუებენ ამომრჩეველს. მიიღებენ ისევ 60-65%-ს.

ამ შემთხვევაში ეს არჩევნებიც გაამრთლებს პირველ ოქტომბრამდე გაკეთებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ შუა უნდა გაიკრიფოს და ეს კარგად უნდა ესმოდეს ქართულ საზოგადოებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42