ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სამადაშვილის პოსტიდან ირკვევა, რომ აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილი გაყინდა.
"საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილს ყინავს ამერიკის კონგრესი, სანამ არ მოისმენს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე. ივანიშვილის რეჟიმი, ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ჩვენთაგანს" - წერს სალომე სამადაშვილი.
როგორც ირკვევა, ამერიკის კონგრესში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა - დოკუმენტის თანახმად კი საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ს ქვეყანა ვეღარ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
ფინანსური დახმარების ნაწილს საქართველო ვერ მიიღებს მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, არ არის კორუფცია და დაცულია კანონის უზენაესობა.
თუ ეს კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში 132 მილიონიდან დაახლოებით 20 მლნ დოლარი გაიყინება.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული ვითარება. უნდა დადგინდეს გადაუხვია თუ არა საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსს.
შესასწავლ საკითხთა შორისაა კორუფციის დონე და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარებაც.
სახელმწიფო დეპარტანებტმა უნდა გაარკვიოს, რამდენად არის დაცული ქვეყანაში კერძო სექტორის ინტერესები.


მასალის გამოყენების პირობები






