"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თვის ბოლომდე მომზადებული ექნება თამამი საარჩევნო პროგრამა, რომელიც გამარჯვების წინაპირობა გახდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მმართველი ძალის საარჩევნო პროგრამა იქნება პოზიტიური .
„წარვუდგენთ პროგრამას, რომელიც მზადების პროცესშია. მოიცავს სახელმწიფოს განვითარების ყველა ასპექტს - ყველა მიმართულებით გვექნება პროგრამა. ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ეს გახდეს ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა.
ყველა პროგრამა, რაც აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, იყო პოზიტიური. ამას პასუხობდა რადიკალური ოპოზიცია ნეგატიური კამპანიით. გვექნება სიახლეები ყველა მიმართულებით. გვექნება თამამი და, ამავდროულად, რეალისტური დაპირებები. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






