შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები გახანგრძლივდეს - მმართველი გუნდი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების 2021 წლის პირველ იანვრამდე შენარჩუნებას ითხოვს.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტში მხოლოდ მოქმედების ვადის ცვლილება იგეგმება, მოსმენა მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება და შესწორებები ერთი მოსმენით დამტკიცდება.
„ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ არჩევნების ეფექტიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად რეგულაციების შენარჩუნებაა საჭირო.
„როცა საუბარია, რომ თუ იქნა მეორე ტალღა - აქ დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. იყო სპეკულაციები, მაგრამ არავინ არ აპირებს ამას. არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა გვქონდეს საშუალება, რომ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს მენეჯმენტს უფლება, მართოს ეფექტიანად.
მიმაჩნია, რომ ამ საკითხში უკან არ უნდა დავიხიოთ და არჩევნების კონტექსტში უპრიანი იქნება ვადის გადაწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






