გამოვდივარ ინიციატივით, დაინერგოს ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 18:58, 06 Jul, 2020     536

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ეკა ბესელია ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, დაინერგოს საარჩევნო ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი.

მისი თქმით, კანონპროექტი იურისტ ვახტანგ ხმალაძის მიერაა მომზადებული და პარლამენტში 8 ივლისამდე დარეგისტრირდება.

"ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება. როგორ მოვახერხოთ, რომ, რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს ბიულეტინების გათვლის, მათი გადამოწმების შესაძლებლობის თაობაზე". – თქვა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს "თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია" უჭერს მხარს. ეკა ბესელიას განმარტებით, ეს ერთიანი მხარდაჭერა იმის მაჩვენებელია, რომ ყველა თანახმაა, თუკი გაჩნდება რაიმე კითხვა და ეჭვი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არსებობდეს მექანიზმი ამ შედეგების, ბიულეტენების გადამოწმების.

"სამუშაო ჯგუფი გაეცნო ამ ინიციატივას. მას მხარს უჭერდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იმ პერიოდში, როცა ინიციატივა წარადგინეს. ინიციატივა განხილული იყო, მაგრამ არ აუსახავთ იმ პროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა პარლამენტში.

წინა კვირაში საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვისას დავაყენე ეს საკითხი რიგგარეშე სესიაზე. ეს წინადადება შევთავაზე სწორედ ამ პარტიების სახელით მომხსენებელს, ბატონ კობახიძეს, თუმცა არ იყო გაზიარებული", – ამბობს ეკა ბესელია.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს არის კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. ის ინიციატივის 13 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

"კითხვაზე, მოასწრებს თუ არა, ვპასუხობ: დიახ, მოასწრებს, რადგან ძალიან დიდი პაკეტი, დიდი ცვლილებები მივიღეთ სამ დღეში წინა სასესიო კვირაში. ეს არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც არანაირ ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს, არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს, უბრალოდ სჭირდება საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილების შეტანა: შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში, სავალდებულო წესით, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა.

წილისყრით შერჩეული იქნება ერთი საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არ არის არცერთი საჩივარი, არცერთი განცხადება, რომ შედეგები იყოს გადათვლილი, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ უფლებამოსილი პირები, ვინც არიან საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი, ასეთ ოლქში მოთხოვნა თუ დადგება, სამზე მეტ უბანს შეეხება და საოლქო-საარჩევნო კომისია წილისყრით, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს და გადაითვლის თავიდან. ეს აზღვევს გაყალბების შესაძლებლობას, რადგან წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი შიძლება მოხვდეს ამ წილისყრის დროს". – ამბობს ეკა ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42