ქუჩური გარჩევა გარდაბანში და დაპირისპირების მონაწილე მთავარი ფიგურანტები - სათვალთვალო კამერების ვიდეომასალა ოპოზიციის წევრებმა გაშიფრეს.
ისინი აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები ამოიცნეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, დაპირისპირებაში გარდაბნის მერის მოადგილის ნათესავები მონაწილეობდნენ.
"მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ კონფლიქტში ჩარეულნი არიან და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ამ ყველაფრის შესახებ იცის პოლიციამაც" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე
შეგახსენებთ, მასშტაბური დაპირისპირება და ქუჩური გარჩევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარვოში გასულ ღამეს მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს, ერთ-ერთ რესტორანთან დაუპირისპირდა.
დაშავებულია ათობით ახალგაზრდა. ყველაზე მძიმეა 31 წლის სამირ ჰუსეინოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული . კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისასა მძიმე იყო, ახლა კი სტაბილურია.
მასალის გამოყენების პირობები






