"არსებობს მხოლოდ მე და შენი 31 წლიანი ზღაპარი…“ - ნათია ბანძელაძის ემოციური სტატუსი
სოც.მედია - 10:49, 06 Jul, 2020     964

ქართველი ტელეწამყვანის, მსახიობის გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„არცერთ ათვლას არ ვცნობ!!!! არსებობს მხოლოდ მე და შენი 31 წლიანი ზღაპარი… ..როცა სახლში ვიყავი ჩვენი დილა მულთფილმებით იწყებოდა და პატარა ბავშვივით უხაროდა როცა მეც იგივე ინტერესით ვუყურებდი , ყველა ზეპირად იცოდა, ისე ჩვენს ბავშვობაში შუშანიკის ვეფხისტყაოსნის გმირებს რომ ვარჩევდით ასე იცნობდა ყველა გმირის ფსიქოტიპს და ყურების პარალელურად გიყვებოდა ისტორიებს მათ შესახებ , მისი სამყარო იყო…ერთად მხოლოდ იმ ნახატ ფილმებს არ ვუყურებდით, რომელიც ცოტა „მძიმე „ სიუჟეტს შეიცავდა, უცებ მეტყოდა ამას მერე მე მარტო რომ ვიქნები შევინახავ და ვუყურებო ,პატარა ბავშვივით მწყინდა ხოლმე სანამ , ერთხელ თავად არ აღმოვაჩინე მთავარი მიზეზი …ადრე გაღვიძებული როცა ასეთ ემოციურ მომენტს უყურებდა ჩუმად ტიროდა , როცა უცებ თავზე დავახტი აჟიტირებული ,,ააა ტირიხარ მულტფილმზეთქოოოო“ საბანი წაიფარა და ჩუმად ამომძახა „აი რანაირი გოგო ხარ რა ამიტომაც ვუყურებ ჩემთვის ჩუმად სულ მეტირება და მრცხვენიაოოო“…

ასე იცნობდა ყველა მწერს ,თევზსა და ცხოველს რომლის შესახებაც გადაღებული დოკუმენტური ფილმები ქონდა გახმოვანებული, შეეძლო მეგობრებივით ესაუბრა მათზე , ისეთი სიყვარულით ყვებოდა, დაგაჯერებდა რომ, ყველა მატგანი შენი ახლობელი იყო.

ეს იყო მასში მთავარი, ყველაფერში იმაზე უკეთეს ხედავდა ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერს ახალ სიცოცხლეს აძლევდა ისეთს, როგორიც იყო.

ახლაც თავისით ალაგებს აქაც და იქაც , მასთან კავშირში არსებულ ტრაგიზმსაც სითბოთი ავსებს , მის გარშემო მხოლოდ სიყვარულია და ასეც მინდა იყოს , მასთან კავშირი არა ცრემლი არამედ ბედნიერი ღიმილი და საუკეტესო ემოციები უნდა იყოს…ამიტომაც მის მისამართსაც ის ვერაგი სახელი წავარტვით, და ,,გოგიჩას სკვერი“ დავარქვით , საკონტაქტოდ სკვერის პატარა ნაწილი სევარჩიეთ, რომელზეც მოკითხვებს ვუტოვებთ, მერე ქარით წაშლილს რომ გვახვედრებს ახალი წარწერების დასატოვებლად…ესეიგი მოწონს და უხარია ახლად გამოგონილი ჩვენი თამაში.

მაგრამ რა ვქნა ,რომ, ყოველ დღე სიყვარულთან ერთად შიში მაინც იზრდება…მაინც მარტო ვარ, მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ხარ …როგორ მიყვარხარ…“- წერს ნათია ბანძელაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42