შაქარაშვილის საქმის დაზარალებულთა ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული - ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები ფეხბურთელის საქმეში
პოლიტიკა - 10:26, 06 Jul, 2020     822

შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახის და კისრის არეში მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული; კონსტანტინე ღიბრაძეს, რომელმაც ბლაგვი საგნის მოქნევისას გაწევა მოასწრო, დაზიანება აქვს მარჯვენა ფეხზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სახის მარჯვენა მხარეს აქვს ნახეთქი ჭრილობა – ამ თემაზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დაზიანებები მათ ცაცია ადამიანის მიერ აქვთ მიყენებული და ბლაგვი საგანი, რომელზეც დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე საუბრობდა, მას აქვს ხელში.

გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ვერსია უსაფუძვლო არ არის.

"გეთანხმებით, არ არის უსაფუძვლო მოსაზრება და გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ ხალხის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ იგივე, რაც განხორციელდა ამ ბიჭების მიმართ, ხომ არ განხორციელდა გიორგის მიმართაც. გეთანხმებით, სწორს იძახით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს დაზიანებები მიყენებულია პირისპირ ურთიერთობის დროს.

ერთ-ერთი დაკავებული მორაგბის მწვრთნელი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, ცაციაა თუ არა ეს კონკრეტული მორაგბე, რადგან რაგბის თამაშის დროს ეს მომენტი საყურადღებო არ არის, თუ რაგბისტი კონკრეტულ პოზიციებზე არ თამაშობს.

მორაგბეებთან გაგნიძესა და მახარაძესთან დაკავშირებით კი დაზუსტებული ინფორმაცია “მთავარმა არხმა” ვერ მოიპოვა. ეს ორი მორაგბე კლუბ “ასკანელების” მწვრთნელია, საიდანაც ცნობების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ “ასკანელებს” აფინანსებს ალკოჰოლური სასმელების კომპანია “ასკანელი ძმები”, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული კომპანიაა.

კლუბი “ასკანელები” არ არის რაგბის ფედერაციის წევრი, მას არც ეტაპზე არ ჰყავს გუნდი, საფესტივალო დონეზეც კი. არხის ჟურნალისტი დავით ერაძე ამბობს, რომ ეს კლუბი არ არის განკუთვნილი რაგბის თამაშისთვის და საინფორმაციო სივრცეში იძებნება მხოლოდ მათი ერთ დღეს გადაღებული ფოტოსურათები.

“მთავარმა არხმა” მოიპოვა ერთ-ერთი დაკავებულის, “ასკანელების” მწვრთნელის არჩილ გაგნიძის მონაწილეობით ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას მარცხენა ხელით უჭირავს ტელეფონი და ასევე რაგბის ბურთი.

ტელეფონის დეტალური ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მორაგბე მახარაძის ტელეფონი 19 ივნისის 23:15 საათიდან 20 ივნისის დილის 8:00 საათამდე ნახალოვკაშია და მისი ტელეფონიდან გაგნიძის ნომერზე განხორციელებულია 18 ზარი.

ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ასევე ისაუბრა ბერა ივანიშვილის მეგობრის ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწრო” შესახებ. “მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, იგი ნახალოვკაში იმყოფებოდა, როდესაც იქ შეურაცხყოფილი უბნელების დასაცავად მცხეთაში ასვლა იგეგმებოდა.

ბილანიშვილი, ნიკა გვარამიას თქმით, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქსელის ერთერთი ნაწილია. ქსელის სათავეში დგას ივანიშვილების ოჯახი, შემდეგი რგოლი მისი თქმით, არის შსს, სუს-ი და თბილისის მერი კახი კალაძე, სწორედ მათ შემდეგ რგოლში გვხვდება “კაწროს” სახელი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არავის დაუკითხავს და არც მისი სატელეფონო კავშირების მონაცემები ამოუღია.

წყარო: მთავარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42