"თელასის" საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გვარამიასთვის უცხო არ ყოფილა. როგორც ის აცხადებდა, სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვის შემთხვევაში იგი გამართლდებოდა. გვარამიასთან ერთად "თელასის" საქმეზე" გამოძიება ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურსაც ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასამეწარმეო მიზნით 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარეობდა.
პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამია იყო ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი "კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის", რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო "ინტერ რაოსგან".
გამოძიების ვერსიით, გვარამიამ 2012 წლის 26 ივლისში მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს შპს "ელენდეფ სერვისი" შეაქმნევინა, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ფულადი თანხები ჩაირიცხა, ჯამში – 1 მილიონი აშშ დოლარი, "ინტერ რაო ესის" კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან - სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე "მტკვარი ენერგეტიკიდან" და "თელასიდან".
მასალის გამოყენების პირობები






