"საქმეების გაყალბების ბიურო" - ამ სახელწოდებით მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და ის გაუხსნელი საქმეები გამოფინეს, რომლებიც მათი აზრით, შოთაძის უწყებამ გააყალბა და თაროზე შემოდო.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით პროკურატურას ბრუსით მოცული საქმეები შეახსენეს.
"დღეს, ჩვენ მოვიტანეთ, რამდენიმე "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე არის გამოუძიებელი, ან არის გაყალბებული ან შეიმჩნევა გაყალბების ფაქტები. მოვედით, რომ შევახსენოთ, იმ ორგანოს რომელსაც ევალება ამ საქმეების გამოძიება შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაუშვას, ვინაიდან ბოლო პერიოდში, კრიმინალური სიტუაცია ისევ და ისევ გაუარესდა და ძალიან ბევრი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, გამოუძიებლის ან დროებით შეჩერებულის სტატუსს ატარებს", - ამბობს "შეცვალეს" წევრი, ნიკა ფარულავა
მასალის გამოყენების პირობები






