ულტრამასიური შავი ხვრელი, რომელსაც შეუძლია, მზე ერთ დღეში შთანთქას
ეს საინტერესოა - 19:26, 06 Jul, 2020     1640

ნებისმირმა ადამიანმა იცის, თუ რას წარმოადგენს "შავი ხვრელი"*, მაგრამ პროფესიონალი ასტრონომებიც კი გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც მათ დაადგინეს, რომ 2018 წელს აღმოჩენილი შავი ხვრელი რეკორდული სიჩქარით იზრდება. მას შეუძლია, რომ ჩვენი მზის ზომის ვარსკვლავი ერთ დღეში შთანთქას. ასტრონომების განცხადებით, შავმა ხვრელმა, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს და SMSS J215728.21-360215.1-ად (მოკლედ J2157) იწოდება, მზეზე 34-ჯერ მეტ მასას მიაღწია, რის გამოც ის ულტრამასიური შავი ხვრელების რიგში შედის.

"მისი მასა 8-ჯერ დიდია ჩვენს გალაქტიკა "ირმის ნახტომში: არსებულ შავ ხვრელთან შედარებით. ჩვენს გალაქტიკაში არსებული ხვრელი მისი მასის რომ იყოს, იგი უკვე შთანთქავდა მის გარშემო არსებული ვარსკვლავების 2/3-ს," 0 აცხადებს ავსტრალიელი ასტრონომი კრისტოფერ ონკენი.

საბედნიეროდ, მონსტრი ჩვენგან მილიარდობით სინათლის სიქარის მანძილზე იმყოფება. ის ასტრონომების ინტერესს არა გიგანტური ზომებით (მასზე დიდი შავი ხვრელებიც არსებობენ), არამედ ასაკით იწვევს - J2157 თითქმის ე.წ. "დიდი აფეთქების"** დროიდან არსებობს, ოდესაც სამყარო 1 მილიარდი წლისაც არ იყო.

ეს ფაქტი ზეამოცანის წინაშე აუენებს ასტრონომებს - ულტრამასიური შავი ხვრელის წარმოქმნისთვის 1 მილიარდზე გაცილებით დიდი დრო და კოსმოსური მატერიაა საჭიროა საჭირო.

"ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ის გალაქტიკა, რომელიც სამყაროს ადრეული პერიოდიდან არსებობს, ან იქნებ შავმა ხვრელმა უკვე მოასწრო და მის გარშემო არსებული ყველა ვარსკვლავი და პლანეტა "გადასანსლა"? - წერს ონკენი გამოცემა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

----------

* შავი ხვრელი ეს არის არე სივრცეში, რომლის გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს მის ირგვლივ ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება. შავი ხვრელის ფოტო პირობითია, რადგან მისი გადარება შეუძლებელია.

** დიდი აფეთქება სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის დღეისათვის ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელია. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით სამყარო წარმოიქმნა ცხელი, შეკუმშული წერტილიდან უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ, 10-43 წამში (პლანკის დრო). ამ საწყისი სინგულარული მდგომარეობის შესწავლა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში შეუძლებელია და იმ დროს მიმდინარე პროცესების შესწავლა საჭიროებს კვანტური გრავიტაციის თეორიას, რომელიც ჯერ არ არის დამუშავებული. ამ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული ტემპებით, სამყარო ფართოვდება, ხოლო მისი ტემპერატურა თანდათან ეცემა. ამავე თეორიის თანახმად, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაფართოების პროცესი შეჩერდება და სამყარო კვლავ შეკუმშვას დაიწყებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42