თავად-აზნაურთა საკრებულო ივანიშვილს მონარქიის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს
საზოგადოება - 18:09, 14 Nov, 2013     1909

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილს "რეპორტიორი" ავრცელებს.

ჩვენ ვგმობთ საპრეზიდენტო ინსტიტუციებს და ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას" (რომელსაც მხარს ვუჭერდით არჩევნებში) რეფერენდუმის ჩატარებას სისტემის შეცვლის თაობაზე, რომლის საბოლოო სახე იქნება კონსტიტუციური მონარქია – გენეტიკური კოდის, ზნეობის, ტრადიციის მატარებელი. მონარქი იყურება საუკუნეთა მიღმა თავისი მემკვიდრის სახით და აგრძელებს წინაპრების დანატოვარს. ის არ ფიქრობს წამიერზე, 4-6-წლიან კამპანიაზე და პირადულ ინტერესებზე, გამდიდრებაზე, არამედ მომავალზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ეროვნულ სამართლიანობაზე…

საქართველოში არ მომხდარა სამეფო დინასტიის მოსპობა-განადგურება ქართველი ხალხის ნებით. უახლესი ისტორიის 20-წლიანი ტრაგიკული მოვლენების ანალიზის, სააკაშვილისა და მისი მთავრობის რეჟიმის მანკიერი სწრაფვის აღმოსავლური ავტორიტარიზმის დამკვიდრების ჟამს, როდესაც გეგმიურად განადგურდა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მეცნიერება და კულტურა, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჩვენ ვხედავთ ხსნას მხოლოდ კონსტიტუციურ მონარქიაში. ამჟამინდელ ,,გლობალისტურ’’ მსოფლიოში, ნატოს 8 ქვეყანაში (26 ქვეყნიდან), ევროკავშირის 7 ქვეყანაში (27 ქვეყნიდან) კონსტიტუციური მონარქიაა.

საქართველო იქნება პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც დინასტიას აღადგენს კონსტიტუციური მონარქიის სახით. 

მომავალი მეფე, პარლამენტთან ერთად, გააერთიანებს საქართველოს, დაიბრუნებს დაკარგულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, ეთნიკურ აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ჩრდილო კავკასიელებს.

საქართველო დაიბრუნებს კავკასიის ღერძის ფუნქციას ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე’’.

ჩვენ, თავად–აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტულ მოძრაობა ,,სამეფო გვირგვინის’’ წევრებს, გარკვეული კონცეფცია და სამოქმედო პროგრამა გვაქვს ხალხური დიპლომატიის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:

1. სახელმწიფო ენის სტატუსის ამაღლება, სახელმწიფო ენის სტრუქტურებში ჩართვა ყველა ერისა, ქართული ენის აღორძინება. დ. გულიას ბოლო ნაშრომის მიხედვით, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქართველია და ქართული კულტურის პირმშოა, პროპაგანდა აფხაზეთში შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების…  

თავდადებისა, ერთიანი ისტორიისა და კულტურის განვითარების რთულ გზაზე.

2. ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა–ლიცეუმის ბაზაზე უმაღლესი რანგის სასწავლებლის შექმნა, რომელიც უფასოდ მოამზადებს აფხაზთა ისტორიული გვარების (შერვაშიძეები, მარშანიები, ჩხოტუები, ინალ–იფები…) შვილებს. თბილისში სკოლასთან დაარსებულ პანსიონატში უფასოდ ვასწავლით 10–10 ბავშვს ჩრდილო კავკასიელების ყველა ტომიდან…

საქართველო, თბილისი იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი. ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიეცეს აფხაზებს, ოსებს, ინგილოებს, ლაზებს, ჩეჩნებს, ადიღეველებს და სხვებს უფასო, ლიმიტირებული ადგილები. 3. აღდგეს არნ. ჩიქობავას მიერ დაარსებული კავკასიოლოგიური განყოფილება თსუ–ში.

4. შეიქმნას გვართა მუზეუმი (ერთადერთი მსოფლიოში), რომელიც ასახავს საქართველოში გავრცელებული 25 000 გვარის ეტიმოლოგიას, ისტორიას, გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს და რომელიც გადაიქცევა ქვეყნის ეროვნულ ცენტრად.

5. გიორგი შერვაშიძის პრემიის მინიჭება ხელოვნების ყველა დარგში (უნდა ამაღლდეს სახელმწიფო დონეზე).

6. მუდმივი სემინარების, ფესტივალების, კონცერტების ჩატარება საერთო სათაურით: ,,კავკასია – ჩვენი საერთო სახლია,’’ ,,კავკასიური რასის“ გენეზისი;

7. აფხაზების, ოსების, სომხების, ბერძნების, აისორების… ჩართვა საერთო ქართული, სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში, თავად-აზნაურთა საკრებულოს ეგიდით ,,ქართული კულტურისა და ენის შემსწავლელი კურსების’’ დაარსება ,,გვართა მუზეუმში“.

8. საზაფხულო ბანაკების შექმნა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბაზაზე (დავით–გარეჯი, გონიო, გელათი, ბიჭვინთა, მცხეთა…), დიასპორების ჩართვა ,,გვართა მუზეუმის“ დაარსებაში;

9. აფხაზებისა და ოსების, ბერძნებისა და რუსების მონათვლა საპატრიარქოში.

10. ფესტივალის ჩატარება: ,,მე ვარ საქართველოს მოქალაქე.“

11. პროფესიონალების კურთხევა ,,სამებაში’’ ექიმების, პედაგოგების, ხელოვნების წარმომადგენლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის მუშაკების, მრეწველების, სხვადასხვა ეროვნების სპეციალისტების, რომლებიც ქართული ეკლესიის წიაღში გაერთიანდებიან.

12. კაზინოების, სამორინეების, აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე.

13. კოტე აფხაზისა და 15 დახვრეტილი გმირის უკვდავსაყოფად ვაკის პარკის მიდამოებში ეკლესიისა და ძეგლის აგება (პროექტის განხორციელებაში მერიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიდნენ).

14. მომზადდეს ქართლის გული – მუხრანი – ,,სამეფო რეზიდენციად“ , შეიქმნას მუხრან-ბატონების სასახლეების ბაზაზე კავკასიური აგრონომიულ-ვეტერინარული სასწავლებელი, რომელიც მთელ კავკასიას გაუზრდის მაღალი რანგის სპეციალისტებს.

15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება.

16. სახელმწიფო, ეროვნული ნაკრძალების, ტყეების, ქონების, საგვარეულო ბუდეების, მიწების გასხვისების, მიტაცების, განადგურების პრეცედენტების მკაცრი გაკონტროლება ამჟამინდელ საქართველოში, რომელიც 2012 წ. 1 ოქტომბერს გათავისუფლდა ანტიეროვნული მთავრობის მარწუხებიდან, ერი ,,ქართული ოცნების’’ პროგრამების შესრულებას და სამართლიანობის აღდგენას შეუდგა, ვფიქრობთ, დადგა ჟამი პოლიტიკური სისტემის შეცვლის, ახალი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნისა კონსტიტუციური მონარქიის სახით ქვეყნის მომავალი გაბრწყინებისათვის.

ღრმა პატივისცემით, გულწრფელი იმედითა და მოკრძალებული მოლოდინით, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42