"არა ონის კასკადს" - მასშტაბური საპროტესტო აქცია რაჭაში. ადგლილობრივებმა გიგანტური ჰესის მშენებლობის ბრძანება გააპროტესტეს.
სპეციალისტების თქმით, კასკადის აშენების შემთხვევაში, გვირაბში, მდინარე რიონის დიდ ნაწილს, მილში მოაქცევენ, დაზიანების შემთხვევაში კი, რეგიონი მთლიანად წყლით დაიფარება.
ცნობილია ისიც, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ონში გაცემულ, მშენებლობის ლიცენზიას არ შეაჩერებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქციის მონაწილეების თქმით, კასკადის აშენება დამღუპველი და მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველია.
"არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს აქ კასკადი. იმიტომ, რომ ეს არის დამღუპველი.
ძირს გამოუთხრის მთლიანად რაჭის ხეობას. ეს არის უნიკალური მდებარეობა. არის ძალიან ძლიერი მდინარე, თუ ადიდდა, აზვავდა, არის საფრთხე იმის, რომ მილებში გაიჭედოს და მერე უკვე იქნება საშინელება, კატასტროფა იქნება და აი ამას ვეწინააღმდეგებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მასალის გამოყენების პირობები






