ტყემალაძე წერილში გადაცმა “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” შემოქმედებითი ჯგუფის რაიონში ტრანსპორტირებას ასევე ადგილზე დახმარების გაწევას ითხოვს. წერილის მიხედვით, შემოქმედებითი ჯგუფი ლანჩხუთში 3–4 დღეს აპირებს დარჩენას და ტყემალაძეს გიგინეიშვილისაგან აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა მათ, რომ სათანადო საყოფაცხორვებო და სამუშაო პირობები შეუქმნან.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 15 ოქტომბრიდან გადის და პროექტის ავტორი თვითონ თამაზ ტყემალაძეა.
ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ტყემალაძე კომენტარს "ნეტგაზეთთან" აკეთებს და აცხადებს, რომ მან ავტოტრანსპორტირების თხოვნით წერილები სულ საქართველოს 5 რაიონში გაგზავნა: 4–დან კი უკვე დადებითი პასუხიც მიიღო. იგი ამბობს, რომ საქმე ეხება, მხოლოდ ტრანსპორტით დახმარებას და არა ადგილზე რაიმე სახის ფინანსური საჭიროებების გაწევას.
ტყემალაძე წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით კომენტარში ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი მეგობრულია და მას ამის სრული უფლება ჰქონდა.
“თუ დახმარება შეუძლიათ რატომაც არა, ვისაც შეუძლია გამოგზავნონ მანქანა, არაფერი მანდ დანაშაული არ არის და თქვენ თუ ხედავთ, ან ისინი, ვინც გამოაქვეყნეს ეს წერილი, შეუძლიათ მიჩივლონ ამ “საშინელი დანაშაულისთვის”, – აცხადებს იგი.


მასალის გამოყენების პირობები






