არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 18:57, 03 Jul, 2020     579

არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.


ბოკერიამ წულუკიანსა და გახარიას მოუწოდა მაგალითი მისცენ ოპოზიციას და არ ისაუბრონ სიძულვილის ენით.


„სახალხო დამცველი მოსული რომ იყო, მთელი გამოსვლები მაგაზე ჰქონდათ, დაგვიცავით კრიტიკისაგანო. კანონმდებლობაში თუ დააპირებენ ცვლილებას, ტყუილია, რაღაც ნაწილში სცადეს ახლაც ცვლილების შეტანა, ამას მოყვება ძალიან მწვავე რეაქცია, რადგან არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან. თუ ებრძვიან, თვითონ მისცენ მაგალითი. ეს იგივე მიდგომაა, რაც ივანიშვილის გარემოცვას აქვს ყველაფრის მიმართ – მე მოვიქცევი როგორც მინდა, შენ მოიქეცი, როგორც საჭიროა, და ამას მე შენ დაგავალდებულებ კანონით. თვითონ მისცენ მაგალითი, ღარიბაშვილმა, წულუკიანმა, ახლა უკვე გახარიამაც, ლექსიკით. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ზუსტად ისეთი, როგორიც სხვები. ვეცდებით, დავარწმუნოთ ეს ხალხი, მერე თუ დააპირებენ, რომ კანონით კრიტიკა შეზღუდონ, ეგ იქნება სერიოზული ამბავი და ამას მოჰყვება დიდი რეაქცია“, – განაცხადა ბოკერიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42