"ხელისუფლებამ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით, უნდა შეასრულოს"- კვიტაიშვილი
პოლიტიკა - 15:32, 03 Jul, 2020     580
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სკოლების გახსნას, „ნიუ პოსტთან“ საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი ეხმაურება და აღნიშნვს, რომ დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო გარემოს დაუბრუნდნენ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ონლაინსწავლებას თავი ვერ გაართვა და ათასობით ბავშვი დარჩა განათლების მიღმა.

„დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო გარემოს დაუბრუნდნენ. რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და შეკავებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. მით უფრო, როცა დაავადების გავრცელებასა და სკოლების ფუნქციონირებას ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

აბსოლუტურად ვიზიარებ გაეროს ბავშვთა ფონდის მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება მოზარდთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებს, როცა ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ დადიან სკოლაში, არ აქვთ სოციალური ურთიერთობები და ფიზიკური აქტივობები. ონლაინსწავლება, რომელსაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად თავი ვერ გაართვა და ათასობით ბავშვი დარჩა განათლების მიღმა, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ვერც განათლების ხარიხსს, ვერც საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ამასთან, ხაზს უსვამს იმ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც ასე მძლავრობს დღეს საქართველოში.

მიდგომა უნდა იყოს სწორედ ბავშვთა საჭიროებებზე ორიენტირებული. უნდა შეფასდეს ყველა რისკი და გატარდეს შესაბამისი რონისძიებები. სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტრომ უპირველეს მიზნად უნდა დაისახოს მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების, მათ შორის, სასმელი წყლის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და საპირფარეშოების რემონტისა და მოწესრიგების ამოცანების გადაჭრა.

პანდემიის ფონზეც კი, არის შესაძლებელი სასწავლო პროცესი თითოეული სკოლის სპეციფიკის, რეგიონის, მოსწავლეთა რაოდენობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმოს და არა ერთიანი მიდგომით.

დღეს, საქართველოში სასკოლო განათლებას, საგაკვეთილო პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა გაატაროს გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლების უსაფრთხოდ გახსნას.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42