"ეს სურათი ჩემი თვალებიდან აღარ გამოვა, ალექსიც შეცვლილი იწვა, ვერ ვცნობდი, მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა…” – პატარა ალექსის დედის უმძიმესი წერილი
სოც.მედია - 14:07, 03 Jul, 2020     1694

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილი, ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ექიმები, ოჯახის წევრები და მთელი საქართველო პატარას გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ჩატარებული ურთულესი მკურნალობის კურსი უშედეგო აღმოჩნდა და ბავშვი კვლავ საქართველოში ჩამოიყვანეს.

ალექსის დედა, ნატალი გვედაშვილი-კორნევა, “ფეიბუქზე”, ალექსის დასახმარებლად შექნილ ჯგუფში “ალექსისთვის”, ვრცელ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დღეს ალექსი 1,5 წლის გახდა…. მიყვარხარ ბასუნაა. შენი კანი მენატრება, შენი თმა და სუნი მენატრება, თითები..( მაგრამ შენს ტანსაცმელს ვეფერები) რაც რეანიმაციაში იწექი ეს 1 კვირა, ყოველ დღე მოვდიოდი და გეფერებოდი, ყურში გელაპარაკებოდი ათას სამოტივაციო და თბილ სიტყვას, შენს ნატანჯ სხეულის ყველა უჯრედს ვეფერებოდი, ჩემთვის ყოველი რეანიმაციაში ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, მართლა ჯოჯოხეთია ბავშვთა რეანიმაცია იქ ბავშვები კი არა თითქოს უცხოპლანეტელები წვანანო, უფორმო ავადმყოფობისგან დამახინჯებული ბავშვები. ალექსიც ჩეცვლილი იწვა ვერ ვცნობდი მის შესუპებულ სახესა და სხეულს, მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჯირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან. ამ სიმსივნეს ვემუქრებოდი, გაანებე თავითქო ალექსის, ნუ იზრდები, ფილტვებს ნუ უკეტავ, მის გულს არ შეეხოთქო, არ გაბედოოოოოოოოოოო!მაგრამ მაინც არ შეაჩერა ზრდა და საათობრივად მრავლდებოდა. ბევრი ვიბრძოლეთ. მეც ალექსისთან ერთად ვიკეთებდი ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად… ალექს, გვაპატიე, მაპატიე რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი როგორც გპირდებოდი..მაპატიე რომ გატკინეს და ვერ დაგიცავი. თითქოს მაყურებინეს ბავშვზე ძალადობას, თითქოს წამებისთვის გავაჩინე, არადა შენი ერთი ცრემლის დანახვაც არ შემეძლო… შენი ტირილი ეხლაც ჩამესმის და უკიდეგანოდ მტკივაა!როგორი შემართებით ვიყავით, როგორ გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. ჩემო სიყვარულიკა ბაა, სიხარული ბაა, სიცოცხლე ბააა, ისევ ესე როგორ მოგეფერო?! როგორ?!!!!!!!! ამდენი ხალხი შენს დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო ახლა, ან რომ დაიბადე საერთოდაც მაშინ და არა ახლა და არა ასე, არაააააა!!!!!! ოღონდ ასე არაააააააა!!!!!!!!!!! არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ამ კატასტროფა სცენარს, ასე მგონია დადგმაა რაღაც ან დამცინიან, ან სიზმარში ვარ და ვერაფრით ვეღარ გავიღვიძე ამ კოშმარიდან”, – წერს ნატალი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42