"ბრალდების სახელმძღვანელოდ ერთადერთი, დედის პოზიცია რჩება"- ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
სამართალი - 13:17, 03 Jul, 2020     911

მწვანე სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების არცერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს.

"დღემდე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების არცერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს. ბრალდების სახელმძღვანელოდ ერთადერთი დედის პოზიცია რჩება,თუმცა, ზოგადად, სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს წინაპირობა. დღევანდელ დღეს დაკითხულები ირიბი მოწმეები არიან, რომლებსაც პოლიციაში განვითარებულ გარემოებებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათი ჩვენებები, ფაქტობრივად არაფრის მთქმელია. ასე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებში მარიანა ჩოლიანის ბრალეულობა არ იკვეთება, იმიტომ, რომ მის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი არ ყოფილა",- განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით კი, მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ წარვადგინეთ მოწმეები, რომლებიც მითითებულნი არიან დასაკითხ პირთა სიაში და რომელთაც ინფორმაცია მიაწოდეს მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს მოწმეები უშუალოდ პოლიციაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების დროს პოლიციის განყოფილებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა არიან ირიბი მოწმეები, რომელთაც უშუალოდ იქ მყოფმა პირებმა გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას, იმისათვის რათა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს 2019 წლის 10 დეკემბერს დაეფიქსირებინა და ეღიარებინა, რომ "მწვანე სკოლა“ მან მოხატა",- განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42