იპარავს თუ არა ივანიშვილი ურეკში წყალს - წყალმომარაგების კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:41, 03 Jul, 2020     653
"მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს, სადაც ურეკში არსებულ წყალმომარაგების პრობლემებზე და შესაძლო კორუფციულ შემთხვევაზე იყო საუბარი, წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება.

სიუჟეტის მიხედვით წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოყოფილი 85 მლნ ივანიშვილის სასტუმრო "პარაგრაფს" მოიახმარა. წყალმომარაგების კომპანია სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ 1500-მდე აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

"დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დაბა ურეკის მოსახლეობის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა დაბა ურეკის (მაგნეტიტის), შეკვეთილისა და კაპროვანას ნაწილის წყალმომარაგების ქსელის გამართვას.

სისტემა გათვლილია 1500 აბონენტის მომსახურებაზე და ამჟამად, ქსელში ჩართულ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად, 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება.

ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი- 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, არ იყვნენ ჩართული ახალ სისტემაში.

დაბა ურეკის წყალმომარაგების ახალი სისტემა მარაგდება 18 კმ მდებარე სათავე ნაგებობიდან და ის ფონდი „ქართუს“ მიერ მოწყობილ ჭაბურღილს არ უკავშირდება.

ტელეკომპანია მხოლოდ მოსახლეობის ნაწილზე დაყრდნობით, ასევე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმართებაშიც.

სასტუმროს წყალმომარაგების ქსელზე დაერთება მოხდა მხოლოდ ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, მანამდე კი „პარაგრაფი“ წყლით მარაგდებოდა დამოუკდიებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ქსელში სასტუმროს ჩართვას ვერანაირი ზეგავლენა ვერ ექნება ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით მოსარგებლე მოსახლეობის წყალმომარაგებაზე.

დაბა ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის ფარგლებში, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე მოეწყო წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბო სადგური, 2 ახალი რეზერვუარი, 70 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და ამავე მოცულობის წყალარინების ქსელი, გაიბურღა წყალმომარაგების 7 ჭაბურღილი. პროექტის ღირებულებამ 64,8 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის შედეგად, ტურისტულად აქტიურ კურორტს, მისი არსებობის ისტორიაში პირველად, აქვს გამართული და თანამედროვე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემა" - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42