"თავის არეში მომხვდა რაღაც, კიდევ რამდენიმე ადამიანი მირტყამდა" - პირველი ჩხუბი საბედისწერო წვეულებაზე და ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმიდან
სამართალი - 12:27, 03 Jul, 2020     1233
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. იუბილარის მეგობარი, ნახალოვკაში მცხოვრები ახალგაზრდები ჩვენებაში საბურთალოელებთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

ნ.ხ.-ს ჩვენებაში ნათქვამია, რომ მათ საბურთალოელები შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგრესიულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ ახალგაზრდა შენობას ტოვებს, მაგრამ მას აგრესიული ახალგაზრდები უკან მიყვებიან და პირველი დაპირისპირებაც აქედან ხდება.

"იქ მყოფი ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება იქცეოდა გამომწვევად და აგრესიულად, როგორც ჩემ ასევე ჩემი მეგობრის მიმართ, კერძოდ ისროდნენ რეპლიკებს ჩვენი მისამართით და საუბრობდნენ ჩვენზე დამცინავი ტონით, ხოლო რა იყო მათი ასეთი ქმედების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ რადგან დარბაზში ძალიან ცხელოდა მე მარტო გავედი შენობის გარეთ ეზოში,რა დროსაც ეზოში მე ვიყავი მარტო. ჩემი ეზოში გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში ეზოში ასევე გამოვიდნენ დარბაზში მყოფი ის ბიჭებიც, რომლებიც დარბაზში დამცინავად ლაპარაკობდნენ ჩვენზე და იქცეოდნენ გამომწვევად ჩვენს მიმართ. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ეზოში გამოსულმა ბიჭებმა , როდესაც დამინახეს და მოვიდნენ ჩემთან, რა დროსაც ჩვენ ერთმანეთთან შევლაპარაკდით, რა დროსაც ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მე იქ ვიყავი მარტო.

მე გადავედი გზაზე და ჩამოვჯექი ზ/ აღნიშნული კიბეების დაახლოებით მეორე თუ მესამე საფეხურზე. სადაც ასევე მოვიდნენ ის პიროვნებები, რომელთაგან ერთი დაჯდა ჩემს წინ, ხოლო დანარჩენები ჩემს გარშემო დაახლოებით ერთ მეტრის რადიუსში იდგნენ ფეხზე.მე და იმ პიროვნებამ რომელიც იჯდა ჩემს წინ გავაგრძელეთ საუბარი, ლაპარაკის დროს აღნიშნული პიროვნება იქცეოდა ჩემს მიმართ აგრესიულად, რა დროსაც მე მას ვეპასუხებოდი და ვცდილობდი მისთვის პასუხის გაცემას. ამ დროს უეცრად უკანა მხრიდან ჩემგან მოულოდნელად თავის არეში მომხვდა რაღაც, რის შემდეგ ჩემს წინ მდგომმა პიროვნებამაც დამარტყა ხელი სახის არეში და იმავე დროს მე ვიგრძენი, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მირტყამდა , ამ დროს მე თავზე და სახის არეში ავიფარე ხელები და ვცდილობდი დარტყმისაგან თავის დაცვას, ამავე დროს მე წამოვედი კიბეებიდან და ჩავედი გზაზე რა დროსაც იქ უცბათ მოვიდა ჩემი მეგობარი ვახო ჩიქოვანი რომელმაც კითხა იქ მყოფ პირებს რა ხდებაო, ხოლო მოსვლისთანავე იქ მყოფმა პიროვნებებმა ვახოსაც დაუწყეს ცემა" - წერს არასრულწლოვანი ჩვენებაში .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42