მორიგი კორუფციული ფაქტი? "ოცნების" დეპუტატის დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს
პოლიტიკა - 12:16, 03 Jul, 2020     717
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ცნობით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის, წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ.


ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა.

"

  • შპს “სეტი+”ის გამარტივებული შესყიდვები

ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს შპს “სეტი+”-ს 33,3% წილს - მან ეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშიც აღნიშნა. სახელმწიფო შესყიდვებში შპს “სეტი+” 2019 წლის ივლისიდან არისჩართული და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57,762 ლარი.

შპს “სეტი+”-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.


  • ოთარ ჯაფარიძის კომპანიების ტენდერები

შვიდ კომპანიაში ფლობს წილს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე, მათ შორის იგი შპს “ექსპერტ ჰაუსის” 24% წილის მფლობელია.

შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2,571,006 ლარი შეადგინა.

შპს “ექსპერტ ჰაუსმა” მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება თითოჯერ გაუწია ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსს” (2018 წ.), ხობის (2019 წ.), ბოლნისის (2019 წ.), ზუგდიდის (2020 წ.), ყვარლისა (2020 წ.) და ლაგოდეხის (2020 წ.) მუნიციპალიტეტებს.

ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს “TOB კონსტრაქშენის” 50% წილის მფლობელი. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა (განაცხადის ნომერი: GEO180000241, GEO180000181), ორივე შემთხვევაში შემსყიდველი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3,635,920 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანს ქვიშა-ღორღი და ბეტონი წარმოადგენდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მოთხოვნილი ჰქონდა, რომ ორივე ტენდერის შემთხვევაში მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ ტენდერის (განაცხადის ნომერი: DAP170000180) ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ გაიმარჯვა.


  • პოლიტიკური შემოწირულობები

ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემომწირველებიც არიან - მათ 2012 წლიდან დღემდე მმართველ პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” ჯამში 360,000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50,000 ლარი შესწირეს:

  • ვიქტორ ჯაფარიძემ 2012-2017 წლებში ოთხჯერ, ჯამში 120,000 ლარი შესწირა პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;
  • ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ - ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, 2018 წელს კი - 50,000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს;
  • ოთარ ჩართოლანმა - შპს “სეტი+”-ის 66.7% წილის მფლობელმა, 2014-2016 წლებში, ორჯერ, ჯამში 103,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას” (ოთარ ჩართოლანი ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის და შვილის ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი შემდეგ კომპანიებში: შპს “სეტი” {50% წილი}, შპს “ქცია 94” {20.99% წილი}, შპს “დიდველი +” {10% წილი}, შპს “ოთო” {33.3% წილი} და შპს “All seasons” {50% წილი}
  • კახაბერ გამისონიამ - შპს “ექსპერტ ჰაუსის” 51% წილის მფლობელმა და დირექტორმა - 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”;
  • მურად ჯობავამ - შპს “ექსპერტ ჰაუსის” 5% წილის მფლობელმა - 2014-2017 წლებში სამჯერ, ჯამში 47,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას;
  • ოთარ მაზმიშვილმა - შპს “TOB კონსტრაქშენის” დირექტორმა - 2017 წელს 20,000 ლარი შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას”


  • ხარვეზი ქონებრივ დეკლარაციაში

ვიქტორ ჯაფარიძეს საკუთარი და მეუღლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებიათ. “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს ფულადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5,000 ლარს. როგორც ვიქტორ ჯაფარიძის, ასევე მისი მეუღლის ნათია ხვისტანის მიერ პარტიებისათვის შეწირული თანხა თითოეულ შემთხვევაში 5,000 ლარს ბევრად აღემატებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ზემოაღნიშნული შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

ასევე, ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ამ თემაზე თქვა, რომ თუ საფუძველი იქნება, შესაბამისი სამსახურები მოკვლევას დაიწყებენ.

„ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო ანტიკოროფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას აგდაუგზავნიან და იმდენად ტრანსპარენტული და ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში, მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება. ყველამ ყველაფერი იცის. თუ იქ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა, დაიწყება“, - აღნიშნა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42