"მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე! -სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 12:09, 03 Jul, 2020     434

„ მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე! -სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს და იმიტომ.

რადგან მაშინ, როდესაც ადამიანები ვალებში იხრჩობიან, კორუფციულ სქემებში ჩაფლული კონკრეტული მცირე ჯგუფები მილიონებს იპარავენ ერთი ხელის მოსმით.

მარტო აქიდან ჩანს როგორი ნაქები კრიზისმენეჯერიცაა გახარია.“

- ახცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ იმ ეკონომიკურ გუნდს, რომელსაც დღეს გვყავს, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ზოგადად ისიც არ იცის რა ხდება.

„ ესენი ეკონომიკურ კრიზისს ფინანსური კრიზისის მეთოდებით ებრძვიან და მხოლოდ ფინანსურ დახმარებებზე ფიქრობენ. არადა პირველ რიგში ფინანსები სამუშაო ადგილების შესაქმნელად უნდა იყოს მიმართული, რაც ყოველ დღე კატასტროფულად მცირდება.

ამასთან, საპროცენტო განაკვეთები არის გაცილებით დიდი, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ანუ, ფულის ამოღება კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მხრიდან გაცილებით უფრო მეტი ხდება, ვიდრე ფულის მიწოდება. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა კი, ისიც კი არ იცის, რომ ამ პირობებში ბანკები უნდა მოთოკოს, რომლებიც დღესაც კოლოსალურ მოგებაზე გადიან.

ჩვენ ეკონომიკას ფული ვერ მივაწოდეთ, მივაწოდეთ ხარჯვას, ანუ პრაქტიკულად ინფლაციური პროცესი ჩავრთეთ. ეს აისახა კიდევაც იმ 26 და 27 პროცენტიან ინფლაციაზე, რომელიც პირველადი მოხმარების საგნებზე აისახა.

მოკლედ, ურთულესი პერიოდი მოდის და მთავრობა ეკონომიკას ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ, დღესაც კი, კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები.

ასეთი კრიზისის და მითუმეტეს პანდემიის დროს, სარესტორნო მომსახურებაში ათიათასობით ლარის დახარჯვა უბრალოდ სამარცხვინოა! მითუმეტეს, რომ ეს ათასები იმ მდუმარე დეპუტატებზე იხარჯება, რომლებიც ხმასაც არ იღებენ. როგორც ჩანს ატარებდნენ, აჭმევდნენ და ესენიც თვითკმაყოფილებაც დუმილში გამოიხატება“. აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42